ბილ გეითსის 7 პროგნოზი - რა მოხდება 2022 წელს

ბილ გეითსის 7 პროგნოზი - რა მოხდება 2022 წელს

access_time2021-12-30 20:00:57

1. ბილ გეითსის აზრით, 2022 წელს კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზა დასრულდება, იმის მიუხედავად, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და დელტას სულ მალე ჩაანაცვლებს.

 


2020 წელს ის პანდემიის დასრულებას 2021 წლისთვის ვარაუდობდა, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ არასათანადოდ შეაფასა, რამდენად რთული იქნებოდა ადამიანების დათანხმება ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე.

 


მისი აზრით, 2022 წელს კორონავირუსი კაცობრიობისთვის ენდემური, ანუ, გრიპივით დამახასიათებელი დაავადება გახდება. ასევე მილიარდერი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის კაცობრიობას ვაქცინაციის ბევრად მეტი საშუალება აქვს.

 


2. მილიარდერის აზრით, 2022 წელს მსოფლიო დიდი პროგრესს მიაღწევს ალცჰეიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის კუთხით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს დაავადება მსოფლიოში 50 მლნ. ადამიანს სჭირს და ყოველწლიურად მათი რაოდენობა 10 მლნ-ით იზრდება.

 


დაავადების რისკ-ფაქტორებია გენეტიკური მიდრეკილება და მაღალი წნევა. ამ დროისთვის ალცჰეიმერის დაავადების კარდინალური მკურნალობის საშუალება არ არსებობს, წამლებს მხოლოდ მისი განვითარების შენელება შეუძლიათ.

 


დაავადების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ მისი გამოვლენა უკვე პროგრესირებად სტადიებზე ხდება. ბილ გეითსის აზრით, სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის დაავადების ადრეულ სტადიებზე აღმოჩენის შესაძლებლობას გააჩენს, ეს კი მძიმე ფორმების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

 



მილიარდერის თქმით, ამ კუთხით ბევრი ახალი აღმოჩენა გაკეთდა და 2022 წელი შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.

 


3. მზის ბლოკირება. გეითსი იმედოვნებს, რომ 2022 წელს ამოქმედდება ჰარვარდის უნივერსიტეტში დამუშავებული კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერიმენტული საშუალება.

 


საუბარია პროექტ SCoPEx-ზე, რომელიც 20 კილომეტრის სიმაღლეზე კალციუმის კარბონატის გაშვებას ითვალისწინებს, რაც შექმნის ღრუბელს, რომელიც მზის მავნე გავლენას შეამცირებს. ამ პროექტში ინვესტიციები თავად ბილ გეითსმაც ჩადო.

 


4. ანალიზები - სახლში. გეითსი ასევე პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების სახლში შემოწმების საშუალებას მისცეს.

 


ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება პაციენტების „ჭკვიან საათებზე“ დაგროვილი ინფორმაციის მკურნალი ექიმისთვის გადაცემის გზით. ის ასევე დიდ პერსპექტივას ხედავს ტელემედიცინაში, რომელიც ადამიანებს სასურველ ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობას ონლაინ-რეჟიმში მისცემს.

 


5. პოლიომელიტის აღმოფხვრა. ბოლო ათწლეულების მანძილზე განვითარებულ ქვეყნებში ეს ვირუსული დაავადება თითქმის ამოიძირკვა, თუმცა, ღარიბ ქვეყნებში ის დღემდე არსებობს. ბილ გეითსი 2022 წელს პოლიომელიტთან ბრძოლაში დიდი ინვესტიციების ჩადებას აპირებს და იმედოვნებს, რომ ამ კუთხით 2022 წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.

 


6. წყალბადის ტრანსპორტი. გეითსის აზრით, 2022 წელს მოსალოდნელია სერიოზული გარღვევა წყალბადის ენერგეტიკაში, პროექტების Breakthrough Energy Ventures, Catalyst და Fellows-ის ფარგლებში.

 


ის ეკოლოგიურად სუფთა და იაფი წყალბადის საწვავის შექმნის საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს პროგნოზირებს. ამ პროექტებში, რომლებიც ინგლისში ხორციელდება, გეითსმა 400 მლნ ფუნტი ჩადო.

 


7. შეხვედრის ადგილი - მეტასამყარო. 2-3 წელიწადში ვირტუალური შეხვედრების დიდი ნაწილი მეტასამყაროში შედგება. „იდეა იმაშია, რომ ავატარის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ ვირტუალურ სამყაროში კოლექტიური შეხვედრების გამართვას ისე, რომ ერთ ოთახში ყოფნის ილუზია გექნებათ.

 

 ამისთვის თქვენ სპეციალური სათვალეები და ხელთათმანების დაგჭირდებათ. 2022 წელს ჩვენ ამ ტენდენციის პირველი ნაბიჯების მოწმეები გავხდებით“, - თვლის ბილ გეითსი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეტა-სამყაროს ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარება და ახლო მომავალში ამ მხრივ პროგრესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

 

9tv. Israel

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up