Binance Pay, Binance-ის კრიპტოვალუტების გადახდის სერვისმა გამოაცხადა პარტნიორობის შესახებ კრიპტო გადახდის სისტემა CityPay.io-სთან. კრიპტო გადახდის სისტემა ნებისმიერი ტიპის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს საერთაშორისო გადახდები სხვადასხვა კრიპტოვალუტაში, მათი მომხმარებლებისთვის კი ქმნის კომფორტული გადახდის პროცესს როგორც ონლაინ, ასევე ლოკაციებზე - POS ტერმინალით.
პარტნიორობა ქართველი კრიპტო მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რომ გამოიყენონ კრიპტო გადახდები ყოველდღიური პროდუქტებისა და სერვისებისთვის. Binance მიზნად ისახავს გაზარდოს კრიპტო-ადაპტაცია მთელ მსოფლიოში და ფოკუსირებულია კრიპტოვალუტით გადახდების განვითარებაზე საქართველოშიც.
„ჩვენი პარტნიორობა Binance-თან ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტის მფლობელებს უკვე უფრო მარტივად შეუძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში კრიპტოვალუტით პროდუქციის შეძენა ონლაინ ან ფიზიკურ ლოკაციაზე. Თვალს ვადევნებთ კრიპტო მფლობელების რაოდენობისა და კრიპტო გადახდებზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას საქართველოსა და რეგიონში და საპასუხოდ რეგიონის მასშტაბით ვქმნით შესაბამის გარემოს ბიზნესებისთვის, შესთავაზონ თავის მომხმარებლებს გადახდის ახალი და მოსახერხებელი ფორმა, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მომხმარებელთა ბაზას და გაზრდის მათ წვდომას კრიპტოვალუტის მომხმარებელ სეგმენტთან. - ერალფ ჰატიპოღლუ, CityPay.io-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.