Binance-მა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

Binance-მა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა

access_time2023-02-02 16:30:59

Binance-მა, მსოფლიოს წამყვანმა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის პროვაიდერმა, დღეს გამოაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმების შესახებ. შეთანხმებაში მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი ინტერესი ფართომასშტაბიანი ბლოკჩეინის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინიციატივების მიწოდებისა და განხორციელების და ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შემდგომი ერთობლივი განვითარების მიმართ.

  

ეს ინიციატივა მომდინარეობს Binance-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის Changpeng Zhao-ს (CZ) შეხვედრიდან გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, როდესაც მათ განიხილეს თანამშრომლობა ბლოკჩეინ და კრიპტო განათლება, ინვესტიციები და სხვა ინიციატივები.

 

შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა ასევე მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივებს Binance Charity-ისა და Binance Academy-სგან, ასევე ადგილობრივი ღონისძიებებისა და ჰაკათონების ორგანიზებას BNB Сhain-ისგან.

 

„დიდი ხანია, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ინტერესს კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ, განსაკუთრებით საქართველოში კრიპტო განათლების მიმართ. და ცალკე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანა რეგიონში. - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა ვლადიმერ სმერკისმა. „ჩვენი მიზნები ემთხვევა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიზნებს - ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ეფექტური სისტემა საქართველოში, რომლითაც შეიძლება განვითარდეს ინოვაციები და ტექნოლოგიები.


  

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძემ თქვა: მნიშვნელოვანია რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებშიც ბაინანსი უზრუნველყოფს საკუთარი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროგრამების განხორციელებას საქართველოში და ჩაატარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ვორქშოფებსა და ჰაკათონებს ტექნოპარკებში, რაც ხელს შეუწყობს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებას და კომერციალიზაციისკენ ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.

 

ეს არ არის Binance-ის პირველი საგანმანათლებლო ინიციატივა ქვეყანაში. გასულ თვეში, Binance-მა განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ, ქართველი სტუდენტებისთვის ბლოკჩეინ განათლების მიწოდების მიზნით.

 

 

შეთანხმების თანახმად, Binance და Binance Academy უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მასალებს და მხარდაჭერას ბლოკჩეინზე, Web3-ზე, NFT-ზე და კრიპტოვალუტაზე საგანმანათლებლო მასალების შემუშავებისა და შესრულებისთვის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.


თეგები:
Binance



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up