პარლამენტის დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქვეყანში მიმდინარე პროცესების ფონზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხოლოდ 1 საკითხია დღის წესრიგში და ეს ანტიკვარულ მანქანებს ეხება.
„დღევანდელ ბიუროზე ამ ვითარებაში მხოლოდ 1 საკითხია დღის წესრიგში: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნაში კულტურისა და ტურიზმის განვითარებასთან. ანუ კანონში ემატება მუხლი სადაც განმარტებულია ასეთი ავტომობილის მახასიათებელი: 40+ წლის ავტომანქანა რომელიც ტექნიკურად გამართულია. პროექტის თანაავტორი კოლექციონერი დეპუტატი თალაკვაძეა,“ - წერს თეონა აქუბარდია.