Bloomberg - საქართველო არის ახალი ფრონტის ხაზი რუსეთის ჰიბრიდულ ომში

Bloomberg - საქართველო არის ახალი ფრონტის ხაზი რუსეთის ჰიბრიდულ ომში

access_time2023-03-10 20:00:10

თბილისში სპეცრაზმელებთან ორი ღამის ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ, ქართველმა მომიტინგეებმა გაიმარჯვეს რადგან მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს იტყვის სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ მიმართულ კანონპროექტზე, რის გამოც საქართველოში დემონსტრაციები დაიწყო.  ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.


„თბილისში განვითარებული სცენარი 2014 წლის მაიდნის ამბებს ჰგავს, როდესაც კიევი სავსე იყო უკრაინელებით, რომლებიც აპროტესტებდნენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას დაეტოვებინა ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ. საქართველოს დემოკრატიას ახლა მსგავსი სახიფათო მომენტი უდგას. პუტინს გადაწყვეტილი აქვს შეაჩეროს საქართველოს დასავლეთისკენ სვლა, ისევე როგორც უკრაინის.


პუტინმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო უკრაინის საწინააღმდეგო კამპანია, როდესაც სეპარატისტების სახელით, 2008 წელს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შეიჭრა, რაც ქართველების წინააღმდეგ სასტიკი ეთნიკური წმენდით დასრულდა. დღეს ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. პუტინმა ეს სცენარი გამოიყენა 2014 წელს ყირიმის ანექსიისას, რასაც ჯერ დონბასში, შემდეგ კი მთლიან უკრაინაში  შეჭრა მოჰყვა.


ბოლო პერიოდში აშშ-სა და ევროპის მხრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ყურადღების ნაკლებობა შეიმჩნევა, რამაც შეუწყო ხელი პუტინს, რეგიონში ჰიბრიდული ომის ახალი ფრონტის ხაზი გაეხსნა.



სამხრეთ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე, შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, რაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ძირითად სატრანზიტო გზას წარმოადგენს. შესაბამისად ხალხი, რომელიც დასავლეთს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს, საფრთხეშია.


ქართველები ქუჩებში ბევრჯერ გასულან ქვეყნის დასავლური კურსის დასაცავად, ასე მოიქცნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც. მიმდინარე პროტესტი კი იმ კანონპროექტის ინიცირებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებსაც 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვთ, „უცხო ქვეყნის აგენტებად“ დასახელდებოდა და რიგ სემთხვევაში ჯარიმებიც დაეკისრებოდათ. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებით დაიმუქრა.


მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი 2012 წელს რუსეთში ადამიანის უფლებების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ დოკუმენტს ძალიან გავს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროიდან, საქართველოს კურსი პროდასავლურია. 2004 წლიდან მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი პრეზიდენტობის მანძილზე, საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა დასავლეთს. ახლანდელი მართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ კი მოსკოვისკენ სვლის ტემპს უმატა. 


ორი ღამის განმავლობაში, როდესაც აქციის მონაწილეებს არბევდნენ, მათ დაამტკიცეს, რომ ბრძოლაში უკან არ დაიხევენ. პუტინს კი ალბათ ენდომება, რომ საქართველოში მაიდნის სიტუაცია არ დასრულდეს უკრაინის სცენარით - პრორუსული მთავრობის კაპიტულაციით.“ ნათქვამია ბლუმბერგის სტატიაში.



bloomberg.com

თეგები:
საქართველო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up