Bloomberg-ი საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურს ეხმაურება. გამოცემის თანახმად, ეგზიტპოლების შედეგებმა დაძაბული რბოლა აჩვენა მეორე ტურში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალადობით დაზიანდა.
ტელეკომპანია "მთავარის" ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 49%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ ხმების 51% მიიღო.
როგორ Bloomberg-ი წერს, პრო-სამთავრობო არხის, „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, კალაძემ ხმების 57.2%-ით გაიმარჯვა, ოპოზიციის კანდიდატმა კი ხმების 42.8% მიიღო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომისიის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე აქტივობა 39.4%-ს შეადგენდა.
ხელისუფლების ოპონენტებსა და მხარდამჭერებს შორის შეტაკების შემდეგ 100-მდე საჩივარი დაფიქსირდა. დაკავებულია ერთი ადამიანი. პოლიცია აცხადებს, რომ რვა საქმეს იძიებს. საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შეფასებას კვირას გამოაცხადებენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველი ტურის წინ დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილი საქართველოდან 2013 წელს გაიქცა მას შემდეგ, რაც მისი კონკურენტის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ ის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"