ბოლო პერიოდში აშშ-ში, ისევე როგორც საქართველოში, ვხედავთ პოლარიზაციისა და უთანხმოების ზრდას - კელი დეგნანი

ბოლო პერიოდში აშშ-ში, ისევე როგორც საქართველოში, ვხედავთ პოლარიზაციისა და უთანხმოების ზრდას - კელი დეგნანი

access_time2022-11-21 16:33:52

დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი – საერთო სიკეთისთვის. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.


„გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყანაში რომელსაც მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატია აქვს, ჩავატარეთ მშვიდი არჩევნები. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ დემოკრატია ხშირად ხმაურიანი და ქაოტურია და შეუძლია საზოგადებაში არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოების გამოვლენა.


ეს ყოველთვის ცუდი არ არის, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც საქართველოში, ვხედავთ პოლარიზაციისა და უთანხმოების ზრდას. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, როგორ იყენებენ ამ აზრთა სხვადასხვაობას რუსეთი და სხვა ავტოკრატიული რეჟიმები უთანხმოების გასაღვივებლად, რომლის მიზანი ჩვენი საზოგადოებების ძირის გამოთხრაა.


დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ეროვნულმა ერთობამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ყველაფერზე ვთანხმდებით და განსხვავებული აზრი აღარ იარსებებს, განსაკუთრებით საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე. პარტიათა შორის კონკურენცია, პარტიული მიმხრობა, ეს ნებისმიერი დემოკრატიის ჩვეული და ჯანსაღი კომპონენტია, ისევე როგორც კომპრომისი – საერთო სიკეთისთვის.


ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებენ ავტოკრატები „მართულ“ ან სუვერენულ დემოკრატიას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და საკუთარი ინტერესების წინსვლისთვის. ავტოკრატიული რეჟიმები, ისეთი, როგორიც რუსეთია, ხშირად იყენებს ეროვნული ერთობის საბაბს დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად.


ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს აქ არსებული მოსაზრებებისა და შეხედულებების მრავალფეროვნებით, და სიმართლის უშიშრად თქმის ისტორიული გამოცდილებით, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის უზრუნველსაყოფად.


შეერთებულ შტატებში, ჩვენ ვცდილობდით და ვცდილობთ, მოვძებნოთ უფრო დემოკრატიული მიდგომა ერთიანობის გასაძლიერებლად დიალოგისა და ძირითად ღირებულებებზე შეთანხმების გზით.

უაღრესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და ინტენსიური პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, ადვილია იმის დავიწყება, რომ ქართველი ხალხი ერთიანია საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.


საქართველოს ხალხმა არაერთხელ და მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ სურთ წარმატებულ, უსაფრთხო და დემოკრატიული საქართველოში ცხოვრება, რომელიც სრულადაა ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში.


ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ამ მიზნის მიღწევაში და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ აქ ემსმახურება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ხელშეწყობას, ვმუშაობთ რა მთავრობასთან და პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ამ მიზანს.


ქართველ ხალხთან ჩვენი ოცდაათწლიანი ურთიერთობისას ჩვენი ყურადღება ყოველთვის მიმართული იყო ამ მიზნის რეალობად ქცევაზე, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოთქვა ეს სურვილი.


საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მომენტია. ნაკლებად მნიშვნელოვანმა პარტიულმა მიკუთვნებულობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ქართველი ხალხის ამ დიდი ხნის ოცნების ასრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხადია, რომ ხალხს მრავალი საერთო მიზანი აქვს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ემხრობა.


სასწორზე ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას, საქართველოსთვის სახელმძღვანელო პრინციპებზე კონსენსუსის მისაღწევად, რაც შეიძლება გახდეს ცივილიზებული დისკუსიის საფუძველი.


ეს არის ძალისხმევა, რომ კონკურენცია წარიმართოს ჯანსაღად და გამოინახოს საუკეთესო გზები იმ მიზნის მისაღწევად, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად სურს. საქართველოს დევიზი ხომ - ძალა ერთობაშია. ჩვენი იმედი გვაქვს რომ ეს ძალისხმევა განამტკიცებს ამ დევიზის ძალას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


წყარო: https://europetime.eu/




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up