ბოლო ხუთ წელში ურანის კონცენტრატის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს ტერიტორია 8-ჯერ გამოიყენეს

ბოლო ხუთ წელში ურანის კონცენტრატის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს ტერიტორია 8-ჯერ გამოიყენეს

access_time2022-11-16 16:35:57

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ურანმა საქართველოს ტერიტორიაზე 8-ჯერ გაიარა. ამის შესახებ დეპუტატის კითხვის პასუხად, ფინანსთა მინისტრის ხელმოწერით შედგენილ დოკუმენტშია აღნიშნული.


„შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზების მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე, დაფიქსირდა ტრანზიტისთვის განკუთვნილი ბუნებრივი ურანის კონცენტრატის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის 8 ფაქტი“, - აღნიშნულია ლაშა ხუციშვილის მიერ ენმ-ს წევრის, პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილისთვის მიწერილ პასუხში.


რაც შეეხება უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმებს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უსაფრთხოების პრინციპებს და დაცულობის კონტროლის ღონისძიებებს ადგენს საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“;


„სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით რადიოაქტიური მასალის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილია „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.


ტრანსპორტირებისას ბირთვული მასალების დაცულობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ივლისის №26 ბრძანებით. საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მარეგულირებელი ორგანო), რომელიც გასცემს ნებართვას საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური მასალების ტრანზიტზე. მარეგულირებელი ორგანოს მიერ რადიოაქტიური მასალების ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის, გადაზიდვისას უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფას, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად.



ამასთან, რადიოაქტიური მასალები განეკუთვნება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული „ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხით“ განსაზღვრულ პროდუქციას და აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტს, აგრეთვე, ესაჭიროება ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვა, რომელსაც გასცემს შემოსავლების სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილში მითითებული ურანის კონცენტრატის (კერძოდ, ურანის პეროქსიდის UO4·2H2O) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტზე გაცემულ იქნა „რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის“ ნებართვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა“, აღნიშნულია დეპუტატისთვის გაგზავნილ პასუხში, რომელსაც მინისტრი ლაშა ხუციშვილი აწერს ხელს.

როგორც 29 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, სექტემბერში საქართველო 787-მა ტონა ყაზახურმა ურანმა გადაკვეთა, რომელიც კანადაში ექსპორტისთვის არის განკუთვნილი.


6 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გარდაბანი“, კერძოდ, სარკინიგზო სადგურზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა ბუნებრივი ურანის კონცენტრატით დატვირთული სარკინიგზო ვაგონები (საერთო წონით 787 ტონა), რომელიც გადაადგილდებოდა ტრანზიტულად ყაზახეთის რესპუბლიკიდან კანადის მიმართულებით (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).


ზემოაღნიშნული ტვირთი კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში და შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, განთავსდა ერთ-ერთ საბაჟო საწყობში.


აქვე, განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისთვის განკუთვნილი აღნიშნული საქონლის გადაადგილება, ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა,“- აღნიშნულია უწყების მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.


თავად ყაზახეთის სახელმწიფო კორპორაცია „ყაზატომპრომი” ურანის საექსპორტო მარშრუტის ალტერნატივას განიხილავს, თუკი კომპანიას შეეზღუდება მისი ძირითადი მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა. ამჟამად, ყაზახური ურანი მსოფლიო ბაზარს რუსეთის გავლით მიეწოდება. როგორც “ყაზატომპრომი” აცხადებს, ტრანსკასპიური მარშრუტი მათ მიერ 2018 წლიდან გამოიყენება, როგორც ძირითადი მარშრუტის ალტერნატივა, თუმცა ამჟამად გადაზიდვებს მაინც რუსეთის გავლით აგრძელებენ.


ინფორმაციისთვის, ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უმსხვილესი ექსპორტიორია, რომელმაც გასულ წელს $1.1 მილიარდის ურანი გაყიდა. მეორე ადგილს $1 მილიარდით კანადა, მესამეს კი -ნ 535 მილიონი დოლარით ნამიბია იკავებს. ექსპორტირებული ურანი ატომური ელექტროსადგურების მომარაგებას ხმარდება.


თეგები:
ურანი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up