დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი იქნება ის, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკულ იმპორტზე შემცირდება.
„რაღაც დადებითი გამოვა ამ კატასტროფიდან, პუტინის ომიდან, რადგან ევროპა უარს იტყვის რუსულ ნახშირწყალბადებზე. ჩვენ აღარ ვიქნებით დაუცველები შანტაჟის მიმართ და ჩვენ საგრძნობლად დავაჩქარებთ დიდი ხნის დაგვიანებულ რეფორმებს და სვლას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, კერძოდ, ჩვენი ატომური მრეწველობისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: imedinews.ge