ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებს

ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებს

access_time2022-03-11 17:00:16

ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში პასუხი არსებულ სანქციებზე უფრო მკაცრი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ტექნოლოგიების მინისტრ კრის ფილიპზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.

 

რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ ბოლო დღეებში კიევი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების მცდელობაში დაადანაშაულა. მოსკოვი ამტკიცებს რომ უკრაინის ლაბორატორიებში ამერიკელების დახმარებით ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ, რომელიც რომელსაც რუსი ეროვნების გენომი ექნებოდა შესწავლილი და მათ დასახოცად იქნებოდა გამოყენებული. კიევში, ლონდონსა და ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ჩიხში შესულ პუტინს შესაძლოა თავად ჰქონდეს განზრახული ქიმიური ან  ბიოლოგიური იარაღის გამოყენება და შემდეგ მომხდარის უკრაინისთვის გადაბრალება. ქიმიური იარაღი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ 2018-2019 წლებში სირიაში სწორედ პუტინის მხარდაჭერილმა ასადის რეჟიმმა გამოიყენა.

 

ქიმიური იარაღის გარეშეც, მოსკოვი უკრაინაში არც სხვა აშკარა სამხედრო დანაშაულების ჩადენას ერიდება. ყველა საერთაშორისო შეთანხმებისა თუ კონვენციის დარევით ის იყენებს ასევე აკრძალულ თერმობარულ ე.წ. ვაკუუმურ ბომბებს, ბომბავს სკოლებს, უნივერსიტეტს, ბავშვთა სახლებს, საბავშვო ბაღებს, ბავშვთა ონკოლოგიურ საავადმყოფოს, საცხოვრებელ კორპუსებსა და სამშობიაროს, რომელსაც ექსტრემისტ ნაცისტთა ბაზად მოიხსენიებს. სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილ იერიშზე კომენტარი კრის ფილიპმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მომხდარზე დასავლეთს „მკვეთრად გაზრდილი პასუხი“ ექნება.


 



ტექნოლოგიების მინისტრამდე ერთი დღით ადრე, ქიმიური იარაღის გამოყენების საშიშროებაზე პრემიერმა ბორის ჯონსონმაც ისაუბრა და სირიის მაგალითი გაიხსენა.

 

რუსეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც აცხადებს, რომ უკრაინას თავს არ დასხმიან, კიევს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაშიც ადანაშაულებს. 1994 წელს უკრაინამ ბირთვული არსენალი ტერიტორიული მთლიანობის გარანტიების საფუძველზე დათმო. გარანტიას რუსეთი, ბრიტანეთი და აშშ იძლეოდნენ. 2014 წელს მოსკოვმა თავისი ხელმოწერილი დოკუმენტი ტრადიციულად დაარღვია, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის საკუთრებად გამოაცხადა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კი მარიონეტული რეჟიმები ჩამოაყალიბა. 8 წლის შემდეგ, 2022 წლის 21 თებერვალს პუტინმა მათი ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

ინტერვენციის პირველივე დღეს რუსეთმა ჩერნობილის გაჩერებული ატომური ელექტროსადგური დაიკავა, შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ბოლოს კი ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტიც დაბლოკა სადაც ბირთვული რეაქტორები ინახებოდა. ომამდეც და ომის პერიოდშიც პუტინი მსოფლიოს ბირთვული ომით რამდენჯერმე დაემუქრა.

 

ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის, როგორც მასობრივი განადგურების საშუალების გამოყენება აკრძალულია. ბიოლოგიური იარაღის მასობრივად გამოყენების ფაქტი დღემდე დადასტურებული არ არის, ბირთვული მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოაგდეს. ქიმიური იარაღის გამოყენებას კი უფრო ფართო ისტორია აქვს, მასობრივად ის პირველად პირველ მსოფლიო ომში 1915 წლის იპრის ბრძოლაში გამოიყენეს, ბოლოს 2019 წელს ბაშარ ასადის ბრძანებით.

 

მოსკოვს პრეტენზიები მხოლოდ კიევთან არ აქვს და პერიოდულად ლუგარის ლაბორატორიის გარშემოც აქტიურდება. ქართულმა მხარემ რუსეთს საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ფარგლებში რამდენჯერმე ლაბორატორიის სრულ შემოწმებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, მაგრამ მოსკოვმა ყველა შეთავაზება უარყო და შემოწმების ექსკლუზიური უფლება მოითხოვა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up