წლის დასაწყისში კემბრიჯულმა სტარტაპმა Riverlane $20 მლნ მოიზიდა Deltaflow–ს შესაქმნელად – ეს არის კვანტური კომპიუტერების საოპერაციო სისტემა, რომელიც პროგრამებსა და აპლიკაციებს სხვადასხვა სააპარატო გადაწყვეტებზე მუშაობის საშუალებას მისცემს.
The Telegraph–ის ცნობით, სტარტაპმა წინსვლა შეძლო. Riverlane–ის და დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ შექმნეს ინტერფეისი, რომელიც სხვადასხვა ტიპის კვანტურ კომპიუტერებზე ერთი და იგივე ბრძანების შესრულების შესაძლებლობას იძლევა. „თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ერთი აპლიკაცია და ის სხვადასხვა მოწყობილობებზე ატვირთოთ“, – განაცხადა სტივ ბრაიერლიმ, Riverlane–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
კვანტური გამოთვლები ურთულესი ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობას შექმნის, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ისეთ სფეროებშია, როგორებიცაა ეკოლოგია, მედიცინა, კლიმატის ცვლილებები და სხვ. კვანტურ კომპიუტერს კოლოსალური მოცულობის ინფორმაციის დამუშავება შეუძლია ოპტიმალური გადაწყვეტილების აღმოსაჩენად.
kommersant.uk