ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

access_time2023-01-18 13:30:56

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას შეხვდა. შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი რენატა ლევოვსკი და მოადგილე დავით ღონღაძე.



შეხვედრის ძირითადი თემა საარჩევნო რეფორმასთან და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები,  ბოლო პერიოდში ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები და საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება იყო. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების ჭრილში, ერთ-ერთ ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, IFES-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი პრიორიტეტულია ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობა 2024 წელს პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა 2023 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური-რიგგარეშე არჩევნების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 2024 წლის საერთო არჩევნებამდე ასეთი მასშტაბური პილოტირება არის ყველა მხარისთვის კარგი შესაძლებლობა, რომ პრაქტიკაში განხორციელდეს დაკვირვება და გამოკვეთილი საკითხების შესაბამისად, 2024 წლის არჩევნებისთვის უკეთესად მომზადება.

 



IFES-ის პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ელენამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და ღირებულია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისთვის. მისი თქმით,  ცესკოს მიერ გაწეული და დაგეგმილი საქმიანობები, აქტივობები პროგრესულია და მიმართულია ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების ამაღლებისკენ.

 


როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხარეები  სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

 


„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. მათი მხარდაჭერით წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელებულა. დღესაც, სხვადასხვა მიმართულებით, მათ კონტრიბუცია შეაქვთ ინსტიტუციისა და საარჩევნო პროცესების განვითარებაში.  საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ახალი საჭიროებები და გამოწვევები გამოიკვეთა და IFES-ის მხარდაჭერა ამ მიმართულებებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up