ChatGPT-ის მიერ $100-ით დაწყებული ბიზნესი 1 დღეში $25 000-ად შეფასდა - The Sun

ChatGPT-ის მიერ $100-ით დაწყებული ბიზნესი 1 დღეში $25 000-ად შეფასდა - The Sun

access_time2023-03-26 22:00:58

დიზაინერმა, მწერალმა და ტექნოლოგმა ჯექსონ ფოლი შეეცადა შეემოწმებინა რამდენად კარგად ესმის ChatGPT-ის მეწარმეობა. მან ჩატბოტს სთხოვა მოეფიქრებინა ონლაინ ბიზნესის იდეა, რომელიც რაც შეიძლება მეტ ფულს გამოიმუშავებდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ კანონიერად. ChatGPT-მ ერთ დღეში შექმნა კომპანია, რომელიც 25 000 დოლარად შეფასდა, წერს The Sun-ი.

 

ბოტს 100 დოლარი ჰქონდა ხელთ. ფოლმა აიღო შუამავლის როლი და შეუკვეთა და იყიდა ის, რაც ChatGPT-ს სურდა. ხელოვნურმა ინტელექტმა შესთავაზა, რომ ეყიდა დომენის სახელი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობდა, რად დაახლოებით $15 დაჯდა. შემდეგ ChatGPT-მ შექმნა მარკეტინგის საიტი Green Gadget Guru, რომელიც ქმნიდა კონტენტს ეკოლოგიაზე და ავრცელებდა პროდუქტებს გაყიდვების საკომისიოს სანაცვლოდ. ამის შემდეგ, მან შექმნა მომავალი კომპანიის ლოგო, ასევე ბიზნეს გეგმა და სოციალურ ქსელებში განვითარების სტრატეგია.

 

ChatGPT-მ შეაგროვა რჩევები ცხოვრების წესის შესაცვლელად და შეადგინა პროდუქტების კოლექციები, რომლებიც ცხოვრების წესის შეცვლაში დაგეხმარებათ. პირველ მასალას, რომელიც დაწერა და გამოაქვეყნა AI-მ, ეწოდა „10 ეკო-მეგობრული სამზარეულოს გაჯეტი".


 

შემდეგ ChatGPT-მა მოუწოდა ფოლს, რომ გაეზიარებინა სტატიები და პროდუქტის მიმოხილვები სოციალურ მედიაში, ამიტომ მან შექმნა ანგარიშები Facebook-ზე, Instagram-სა და Reddit-ზე. ხელოვნური ინტელექტი თვლიდა, რომ ეს მოიზიდავდა პოტენციურ მყიდველებს და გაზრდიდა ვებსაიტების ტრაფიკს. მან კიდევ 40 დოლარი დახარჯა Facebook-ის და Instagram-ის რეკლამებზე, დანარჩენი კი საძიებო სისტემებისთვის კონტენტის ოპტიმიზაციაზე.

 

ჯექსონმა სწრაფად მოიზიდა პირველი ინვესტიცია და დაიწყო პოტენციური პარტნიორების ძებნა. ერთ დღეში, მას შემდეგ, რაც ფოლსმა ChatGPT-ის ყველა ინსტრუქცია შეასრულა, მისი კომპანია თითქმის 25000 დოლარად შეფასდა.


თეგები:
ChatGPT



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up