ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, მინდა საქართველოს დავეხმარო - ანა ფოტიგა

ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, მინდა საქართველოს დავეხმარო - ანა ფოტიგა

access_time2021-11-13 19:19:57

შეშფოთებული ვარ სააკაშვილის შიმშილობის ხანგრძლივობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა, მე უბრალოდ მინდა საქართველოს დავეხმარო,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ვიზიტის მიზანი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და იმ ადგილის მონახულება იყო, სადაც ის არის განთავსებული, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ საპატიმროში შესვლის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა, რაც ფოტიგას შეფასებით, სამწუხაროა. მისივე განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ამიტომ ის ცდილობს ისეთი ადამიანების განცხადებებს დაეყრდნოს, როგორიც სახალხო დამცველია.

„მე საქართველოში ჩამოვედი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იმ ადგილის მოსანახულებლად, სადაც ის არის მოთავსებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მისი გადაწყვეტილების შესახებ შიმშილობასთან დაკავშირებით და მე შეშფოთებული ვარ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით და მის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მე ასევე, ინფორმირებული ვარ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე შიმშილობის აქციების შესახებ, ისეთი ადამიანების მხრიდან, როგორიც, მაგალითად, ელენე ხოშტარიაა. საბედნიეროდ, მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა პარლამენტში. მე ვურჩიე ხოშტარიას და მინდოდა, რომ მას დაესრულებინა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ისეთი ადამიანები, როგორიც ელენე ხოშტარიაა, საქართველოს სჭირდება.


როგორც იცით, მე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვაკვირდები ვითარებას საქართველოში და როგორც წესი, ვეძახი საკუთარ თავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობარს. მე ჩავთვალე ჩემს ვალდებულებად, რომ ჩამოვსულიყავი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. როგორც წესი, თანხმობას ვიღებდი ხოლმე, მიმიღია თანხმობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგანაც, მაგრამ ამჯერად მე იუსტიციის სამინისტროსგან უარი მივიღე, რაც, სამწუხაროა, რადგან საკუთარ თავს გამოცდილ ადამიანად მივიჩნევ და ძალიან კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში ისმის მრავალი ხმა - პატიმრის ახლობლები ემოციურობით არიან გამორჩეული სიტუაციის შეფასებისას, მეორე მხარეს კი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, ასევე, როგორც წესი, გააჩნია ინტერესი, რომ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობაში, ევროპარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ, ჩვენ შევაფასებთ აღნიშნულ სიტუაციას და ჩემი ინფორმაცია და ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციაც, რომელთაც, ასევე, უარი ეთქვათ, იქნება ღირებული და ამას ექნება განსაკუთრებული ღირებულება. შესაბამისად, ამ ძალიან დელიკატურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა ნამდვილად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერა, მე არ ვარ მასობრივ მიტინგებზე გამომსვლელი, მე უბრალოდ მინდა საქართველოს დავეხმარო. ვცდილობ დავეყრდნო ისეთი ადამიანების განცხადებას, როგორიც არის სახალხო დამცველი. ჩვენ კონტაქტში ვიყავით ერთმანეთთან. მე ვიყავი კონტაქტზე მიხეილ სააკაშვილის დედასთან, ვესაუბრებოდი მის პირად ექიმს, ჩვენ პირდაპირი კონტაქტი გვქონდა მის ადვოკატებთან და ასევე, განვიხილავდით პოლიტიკურ ლიდერებთან შექმნილ სიტუაციას. მე ვეწვიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა გამეზიარებინა ჩემი გზავნილები მისთვის, რათა მიმეწოდებინა ეს გზავნილები მმართველი პარტიისთვის და გადაწყვეტილების მიმღებებისთვის,“- განაცხადა ანა ფოტიგამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up