ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უალტერნატივო მომავალი ევროპაა.
„ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწვეს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალია ევროპა, აბა სხვა რა?! ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია? ჩვენ კარგად ვიცით , ჩვენი ისტორია, რა სჭირდება ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა , ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობისთვის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა. უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავრის და მეორადის გამიჯვნა. უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა. უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღა არის ვნების კვირა და აღდგომა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.