ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უკრაინაში გამგზავრებას აპირებენ. ამის შესახებ Ukrinform-ი pravda.sk-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ 29 იანვარს პეტრ პაველსა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგება, რის შემდეგაც ის სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში ჩავა. ამ შესაძლებლობას დადებითად განიხილავს სლოვაკეთის ხელმძღვანელიც.
ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს პაველი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. მან ადრე განაცხადა, რომ ჩეხეთი რჩება პროდასავლურ ქვეყნად, იქნება უკრაინის მხარეს და შეინარჩუნებს სტრატეგიულ ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნატოსთან. პაველმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი არის ომი, რომელიც ასევე ეხება ჩეხეთს, რადგან ეს არის ომი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხო ევროპის მომავლისთვის.