„ფლანგვის დეტექტორი“ მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს ჭიათურის მერიამ საყრდენი კედლის რემონტს 50 000 ლარი დაახარჯა. კედელი უხარისხოდ გარემონტდა, თუმცა მას ამისთვის პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2022 წელს ახალდაარსებულ კომპანიას კედლის ხელმეორედ რეაბილიტაციისთვის 14,000 ლარს უხდიან.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამუშოების შესრულების გამოცდილება არ აქვს, აღნიშნულმა კომპანიამ ჭიათურის ბიუჯეტიდან უკვე 150,400 ლარი მიიღო.
მერიების მიერ საეჭვო კომპანიებისგან ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესყიდვა, კორუფციის გარდა, სასიცოცხლო რისკის მატარებელია.