ჩინეთში AI ვირტუალური ტელეწამყვანი შექმნეს - Daily Mail

ჩინეთში AI ვირტუალური ტელეწამყვანი შექმნეს - Daily Mail

access_time2023-03-26 21:30:38

AI წამყვანი აცხადებს, რომ ათასობით ტელეწამყვანიs უნარები ისწავლა. მას შეუძლია უპასუხოს დასმულ კითხვებს წინასწარ მომზადებული პასუხების გამოყენებით.

 

ტელეწამყვანი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. მისი სახელია რენ სიაორონგია. ამის შესახებ Daily Mail-ი ჩინურ გამოცემა People's Daily-ზე დაყრდნობით წერს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიას აქვს „ათასობით ლიდერის“ პროფესიული უნარები და შეუძლია თავისუფლად ისაუბროს ნებისმიერ თემაზე. ვირტუალური გოგონა ამტკიცებს, რომ მთელი წლის განმავლობაში ნებისმიერ თემაზე შეუძლია ახალი ამბების გადაცემა.

 

წამყვანი ირწმუნება, რომ მხოლოდ წინასწარ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლია. მის პასუხებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი მათი იდეების გასავრცელებლად იყენებს. მაყურებლებმა ეს ფაქტი უკვე შეამჩნია და ხელოვნურ ინტელექტს პროპაგანდაში ადანაშაულებენ.


 

ერთმა მაყურებელმა აღნიშნა, რომ რენს შეეძლო განეხილა მოწინავე ტექნოლოგიები, გადასახადების შემცირება და მოსაკრებლები, ისევე როგორც ჩინეთის ორი სესიის პოლიტიკური კონფერენცია. თუმცა, პასუხები წინასწარ არის დაწერილი და შეიცავს სამთავრობო პროპაგანდას, წერს გამოცემა.

 

პირველად, წამყვანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა, Weibo-ს სტრიმინგ პლატფორმაზე აჩვენეს.

 

2018 წელს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ Xinhua-მ წარმოადგინა პირველი AI წამყვანი, რომელიც შექმნილია რეპორტიორის მოდელის მიხედვით. 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პეკინში, ჩინეთმა ასევე წარმოადგინა ქვეყნის პირველი წამყვანი ხელოვნური ინტელექტის ჟესტების ენით.


ვიდეო ნახეთ აქ.


თეგები:
ჩინეთი AI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up