ჩინეთის ხელისუფლების მიერ მონაცემთა ბაზების რეგულირების დაწყების შემდეგ, ქალაქი შენჟენი, მონაცემების დასაცავად, Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს.
შენჟენის მთავრობის პროექტში ნათქვამია, რომ მონაცემები საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მინიმუმ 30 წლის განმავლობაში ინახება ბლოკჩეინზე.
გასული წლის დეკემბერში, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო რეგულირებული მონაცემთა ბაზრის შესაქმნელად, რომელიც ადგენს რეგულირების ჩარჩოს შექმნას მონაცემთა საკუთრების სფეროში.