ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე  - ილია დარჩიაშვილი

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე - ილია დარჩიაშვილი

access_time2023-04-10 21:30:14

2023 წლის 10 აპრილს, საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.


საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და აღინიშნა,რომ საქართველო გააგრძელებს ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.


"მსურს გამოვხატო საქართველოს მხარდაჭერა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებისადმი და აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ეუთო-ს თავმჯდომარეობას ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელებაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, ვინც დაზარალდა ომისა და კონფლიქტის შედეგად." - განაცხადა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხის ეუთო-ს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენებას.


მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.



ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეუთო-მ ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შეინარჩუნოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.


საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდირებული მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისა და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.


ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიას ეუთო-ს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.


ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას  დეტალური ინფორმაცია მიწოდა ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას.


ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა წარმატებული კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის. გამოითქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების და და გაღმავების მიმართულებით.


"ჩვენ ძალიან გვახარებს რომ ბოლო პერიოდში ორ სამინისტროს შორის დაიწყო ინტენსიური დიალოგი. რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის განვლილი გზა,როგორც ევროინტეგრაციის,ისე ნატოს მიმართულებით ძალიან ღირებულია ჩვენთვის და მადლობელი ვარ, რომ დღესაც მივიღე ჩემი ძვირფასი კოლეგისგან მზაობა იმისი, რომ ეს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხარდაჭერას, იმედი მაქვს მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი,რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს" - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ამასთან, ბუიარ ოსმანს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up