ჩვენ გველოდება ძალიან რთული 6 თვე, როდესაც ან ჩვენ დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარებზე ანგადავეშვებით რუსულ ჭაობში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგიქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ელოდება 6 თვე, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდაშეცვალოს ხელისუფლება და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
„ჩვენ გველოდება 6 თვე, როდესაც უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, შევცვალოთ ხელისუფლება, ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ავირჩიოთ კოალიციური მთავრობა დამივუბრუნდეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ვუთხრათ მათ, რომ საქართველო არის ღირსი იყოსევროპული ოჯახის წევრი, რომ საქართველომ შეასრულა მათი მთავარი გზავნილი - საქართველოოლიგარქის გარეშე.
როდესაც ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, როდესაც ის დგას კონსტიტუციაზე მაღლა, ისკარგავს ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაცია გადადის საპროტესტო აქციებში, ხალხში და დღესლეგიტიმაცია არის აქ. დღეს არის უპრეცედენტო ერთიანობის დრო. დღეს უნდა გავერთიანდეთადამიანები, რომელთაც გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენები პოლიტიკურპარტიებზე, პრეფერენციებზე ამა თუ იმ საკითხებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდადავუშვათ ფრუსტრაცია, საკუთარი თავის არ რწმენა - უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლიაშევცვალოთ და რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში აუცილებელია „ორგანიზებული და თანმიმდევრულიქუჩის პროტესტი“.
„ძვირფასებო, პროტესტი უნდა იყოს ორგანიზებული, თანმიმდევრული და ის უნდა გაიშალოს. ჩვენდაველოდებით 24 რიცხვს, როდესაც საბოლოო ვერდიქტი იქნება. პროტესტის ორგანიზატორები დალიდერები ასევე მუშაობენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველასთან, სადაც საჭიროაჩვენი მხარდაჭერა, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს - ის ჩვენიგასაკეთებელია. მომდევნო 6 თვე იქნება უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი და იქნება ბრძოლის 6 თვეიმისა, რომ ჩვენ გვეკუთვნის ევროპული ოჯახი.
დიახ, ოლიგარქი არის ძლიერი, მას აქვს ბევრი ფული, ის აკონტროლებს ყველა სახელმწიფოინსტიტუტს და მათ ჰგონიათ, რომ ეს შეუცვლელია, მაგრამ ყველა ოლიგარქი და ავტოკრატი ასეფიქრობდა. ასე ფიქრობდნენ დიქტატორები და ავტოკრატები მუბარაკიდან დაწყებული კადაფითდამთავრებული, მაგრამ ხალხის წინაშე ყველა უძლურია, რადგან ხალხის ხმა და რაოდენობა არისამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ათვლა დაწყებულიაკვირებით და ყოველ კვირა მთავარი იქნება ქუჩის დაუღალავი, შეუპოვარი, ორგანიზებულიპროტესტი. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგიქადაგიძემ.
ipn.ge