NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პროტესტს Twitter-ში ეხმაურება. ის წერს, რომ მათ გვერდით უნდა ვიყოთ, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის.
„უზარმაზარი გამბედაობა. ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მცდელობებს აპროტესტებს. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის“, - წერს რასმუსენი.