“ჩვენ ვასკანერებთ ადამიანებს, ვქმნით ციფრულ ასლებს და შემდეგ ამ ასლებს ვყიდით“ - როგორ და რა მიზნებით იქმნება ადამიანის 3D ავატარები

“ჩვენ ვასკანერებთ ადამიანებს, ვქმნით ციფრულ ასლებს და შემდეგ ამ ასლებს ვყიდით“ - როგორ და რა მიზნებით იქმნება ადამიანის 3D ავატარები

access_time2023-02-15 10:00:48

როგორ და რა მიზნებით იქმნება ადამიანის ციფრული ასლი.  ამის შესახებ ლევან ბოძაშვილის საავტორო გადაცემა „ნეირონში“ ქართული სტარტაპის Pharao-ს თანადამფუძნებელმა გივი გამყრელიძემ ისაუბრა. მისი თქმით, Pharao-ს პროექტი მისი საბაკალავრო ნაშრომია, რომელზე მუშაობაც მან გერმანიაში სწავლისას დაიწყო, ეს პერიოდი კი პანდემიას დაემთხვა.


„პანდემიისას ყველაფრის გაციფრულება დაჩქარდა, დაახლოებით 8 წლით, გაციფრულდა თითქმის ყველაფერი, მაგრამ საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ეს გაციფრულება არ შეხებია ადამიანს და ადამიანი ამაში ვიზუალურად არაა ჩართული. ჩემ შემთხვევაში იყო პატრიოტული და ეროვნული მოტივიც, მაწუხებდა, რომ რუსთაველზე არაფერი არ ვიცით, განსაკუთრებულად ვიზუალური მიმართულებით და მაწუხებდა ის, რომ ასეთი ადამიანები ასე უკვალოდ ქრებიან. ეგვიპტური კულტურა არის პირველი და ერთადერთი ასეთი ცნობადობის, რომელმაც ადამიანის მარადიულობის რწმენით ადამიანის სხეული შეინახა და ჩვენც ვაკეთებთ იმავეს, ოღონდ სუპერთანამედროვე ციფრული გზებით, ანუ ოპტიკური სკანირების ტექნოლოგიას ვიყენებთ, ვიღებთ ვირტუალურ სხეულს და შეგვიძლია მოვათავსოთ ციფრულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც სამარადისოდ შეეძლება არსებობა და ჩვენი მომავალი თაობები აღარ იდარდებენ იმაზე, თუ როგორები ვიყავით,“ - აღნიშნა გივი გამყრელიძემ.

 


მისი თქმით, ტექნიკურად ეს მარტივი პროცესია, ხდება ოპტიკური სკანირება ზუსტი ასლის შესაქმნელად.


„ოპტიკური სკანირება აქამდე არ გამოიყენებოდა ადამიანთან მიმართებაში, დღემდე გამოიყენებოდა რევერსული ინჟინერიისთვის მანქანათმშენებლობისა და თვითმფრინავმშენებლობისთვის. ეს ტექნოლოგია არის კამერის პრინციპზე აგებული, იგივე კამერებს ჩვენ ვხმარობთ ყოველდღიურად, ამ სკანერს აქვს 3 განზომილების აღქმის უნარიც. გავტესტეთ ეს ადამიანზე და გამოდგა შედეგიანი. ეს იმდენად ზუსტია, რომ შეგიძლია თითის ანაბეჭდიც აუღო ადამიანს ინტერესის შემთხვევაში. შემდეგ ეს ფაილები მოთხოვნის შესაბამისად ადაპტირდება და გამოიყენება სხვადასხვა ციფრულ პროექტებში, ეს იქნება თამაშები, მეტავერსები და ა.შ,“ - განაცხადა გივი გამყრელიძემ. მისი თქმით, სხვადასხვა მეტავერსები სხვადასხვა პარამეტრების გამო ერთი და იგივე ავატარს ვერ იყენებენ. Pharao-ს ავატარი კი წარმოადგენს ნედლ მასალას,  რომელიც შეიძლება გამოიყენონ მეტავერსებმა თავისი საზომი ერთეულების მინიჭებით.

 

რა ინფორმაციას მოიცავს ადამიანის ავატარი და რამდენად არის დაცული კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით.

გივი გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე იქმნება მხოლოდ 3D ავატარი და დამატებითი ინფორმაციების დამატება იგეგმება სამომავლოდ.


„ჩვენ ყველა მოდელს ვაძლევთ ექაუნთს და მათ შეეძლებათ სურვილისამებრ ატვირთონ  თავისი მონაცემები, დაწყებული პირადი ნომრიდან, სამედიცინო ჩანაწერები, სისხლის ჯგუფი და ა.შ,  შეუძლიათ პროფილზე ატვირთონ და ავატართან ერთად იქნება ტრანსფორმირებული. მაგალითად, თუ მიგაჩნიათ, რომ კარგი ხმა გაქვთ, შეგიძლიათ ატვირთოთ და მომავალში თქვენი ავატარი შეძლებს თქვენი ხმით ისაუბროს. ეს რადიოკომპანიებისთვის, ციფრული მარკეტინგისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პროდუქტიც იყოს.

 

სამომავლო გეგმებში Pharao-ს მეტავერსის გაკეთებაც არის. მაგრამ ვიწყებთ Market place-ის კეთებით, რომელიც ამ ეტაპზე უფრო საინტერესოა.  Market place-ის შემთხვევაში ჩვენ ვხდებით ავატარების მიმწოდებლები ძალიან ბევრი მეტავერსისთვის და ეს უფრო ემთხვევა ჩვენს გლობალურ გეგმებს,“- აღნიშნა გივი გამყრელიძემ.

 


წამყვანის კითხვაზე თუ შეიქმნება მისი ავატარი, რომელიც შემდეგ Market place-ზე გაიყიდება, აქედან მისი როგორც ინდივიდისთვის სარგებელი რა შეიძლება იყოს,  Pharao-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ავატარის ყოველი გაყიდვიდან მოდელი მიიღებს წილს.

 


„ჩვენ ვასკანერებთ ადამიანებს, ვქმნით ციფრულ ასლებს და შემდეგ ამ ასლებს ვყიდით ციფრულ ინდუსტრიებზე, რომელთაც მოთხოვნა აქვთ ამ მოდელებზე. ყოველი გადაყიდვიდან მოდელი მიიღებს მთელი ცხოვრების განმავლობაში წილს. ეს არის მათი ირიბი შემოსავალი და შეიძლება ძირითადი შემოსავალიც იყოს, თუ კარგი მარკეტინგი მოხდება ავატარის. ავატარებზე დიდი მოთხოვნაა, როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიებით შექმნილ ფილმებში, ასევე ციფრულ თამაშებშიც, რომლებიც ყოველწლიურად ათასობით გამოდის და ასეულობით ავატარს საჭიროებს. ეს ყველა ავატარი დღეს ხელით კეთდება, ბაზარი აჩენს მოთხოვნას, რომ ავატარების წარმოება უფრო სწრაფად მოხდეს, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ბაზარზე და შევთავაზოთ, რომ დრო დაზოგონ. თამაშებში, ფილმებში მეტავერსებში, ციფრული მოდის ინდუსტრიაში შეგეძლებათ იხილოთ თქვენი თავი. ავატარების გადაყიდვა შეზღუდულია არაა და მისი სხვადასხვა პროექტში გამოყენება შესაძლებელია,“- აცხადებს გივი გამყრელიძე.

 


ვინ ფლობს საავტორო უფლებას ავატარზე - გივი გამყრელიძის თქმით ვიდრე მოდელთან ხელშეკრულება არ გაფორმდება ავატარი ინახება გარე ხელსაწყოზე, რომელიც ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და Market place-ზე მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იტვირთება. მოდელის იქნება წილი მისი ავატარის გაყიდვიდან. მასვე შეუძლია მოითხოვოს ავატარის წაშლაც.

 


შესაძლებელია თუ არა, ავატარის გამოყენება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ და შესაძლებელი თუ არა მისი დატოვება ანდერძით. როგორც გივი გამყრელიძემ აღნიშნა,   ყველა შემთხვევისთვის ინდივიდუალური ხელშეკრულება იქნება და პირობებიც შესაბამისად შეთანხმდება.

 

 

სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა შექმნას ადამიანმა საკუთარი ავატარი.



„დაგვიკავშირდეს, მოვიდეს ჩვენთან და დავასკანერებთ, სკანირება 1-2 საათი გრძელდება. ჩვეულებრივი ნათურა აქვს, არანაირი პრობლემა ჯანმრთელობისთვის არაა.

 

ვინ და როგორ ინახავს ამ ავატარებს - ხელშეკრულებაში ესეც გვაქვს გათვალისწინებული, აქვს უფლება თვითონ ჰქონდეს,ს ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას. თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა აქ მოქმედებს განაწილების პრინციპი."-აცხადებს Pharao-ს დამფუძნებელი.

 

ამ ეტაპზე სკანირების სერვისი უფასოა და გივი გამყრელიძის თქმით, არც მომავალში არსებობს ინტერესი რომ ის ფასიანი გახდეს. მისი თქმით, მათ აქვთ პროექტის გაზრდის სურვილი და უკვე ეძებენ ადამიანებს, რომელთაც გუნდში დაიმატებენ.

 

 

რამდენად გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტი ავატარებს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტი ამ ეტაპზე შეიძლება იყოს ავატარების მომხმარებელი, რათა ამ ავატარების საფუძველზე შეისწავლოს 3D ადამიანის გენერირება.

 

 

„გათვლა არის გლობალურ ბაზარზე. ამ ეტაპზე სამიზნე არს ციფრული თამაშები.  ჩვენ მომავალში ვიქნებით 3D  მოდელების ამაზონი,“ -აცხადებს გივი გამყრელიძე.

 

ლევან ბოძაშვილის თქმით, ის მუშაობს მეტაუნივერსიტეტის თემაზე და მსგავსი ავატარების გამოყენება შესაძლებელი იქნება ამ სივრცეშიც.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up