ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-02-13 11:50:22

მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა  ეკონომიკურ კეთილდღეობამდე.

  



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

 

 

 


„ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს. ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს.



საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს როგორც რბილი, ასევე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში და ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევრაზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება გაზრდის ჩვენი რეგიონის და საქართველოს გამტარუნარიანობას. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ე.წ. შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტები სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ალტერნატივად.



ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც მწვანე, განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს და შავი ზღვის გავლით.

 

 

ასევე მინდა, ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას, დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ უკვე ვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან ფლაგმანურ პროექტებს, რომელიც დამატებით ენერგეტიკულ სტიმულს მისცემს და კატალიზატორად იმოქმედებს ევროკავშირთან ინტეგრაციის და აზიის ბაზრებთან. მიგვაჩნია, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა, აღმოსავლეთ-დასავლეთით ისარგებლებს ამ პროექტებით, - განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up