ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის აგენტებს და მსახურებს - ირაკლი ღარიბაშვილი

ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის აგენტებს და მსახურებს - ირაკლი ღარიბაშვილი

access_time2023-03-07 15:30:43

ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს,  მაგრამ არავის ეპატიება უკანონო ქმედება.

 


„რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რაც არის შექმნილი,  ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მაგალითად,. იგივე მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეადგენს 7-დან 10 პროცენტამდე. სხვა დანარჩენი პარტიების 2 პროცენტს ქვევით. მე მესმის მათი. ჩვენი, „ქართული ოცნების და ზოგადად ჩვენი პოლიტიკისადმი მხარდაჭერა მოსახლეობის არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. 50-60 პროცენტზე არის უკვე ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. კეთილდღეობის მოტანა. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 2 წელიწადში, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვითარება. მეტი პროექტები დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. აი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი.

 

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. აი, ეს მინდა გითხრათ და ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ომის შემდეგ გახსოვთ, რომ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან. მაგალითად, იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩენს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ,  მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე, რომ ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი. ძალიან რთული რეალობა არის მთელს მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება. 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასიათასობით ადამიანია დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე, ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ არავის გვეპარება ეჭვი, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, - განაცხადა პრემიერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up