ჩვენ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სუდანში სჭირდება დახმარება - ილია დარჩიაშვილი

ჩვენ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სუდანში სჭირდება დახმარება - ილია დარჩიაშვილი

access_time2023-04-21 23:00:57

ჩვენს მოქალაქეებს პირობა მივეცით, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა სუდანიდან მათი დროულად გამოყვანის, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სუდანში მყოფი მოქალაქეების ოჯახის წევრების ინფორმირება.

 

„ძალიან გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების ბედი სუდანში. ვიცით, რომ იქ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და დაპირისპირება ძალიან რთულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სუდანში სჭირდება დახმარება და პირველ რიგში რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან.


 

ჩვენ ძალიან აქტიურად ვახდენთ კომუნკაციას, ყოველდღიურ რეჟიმში ვუზიარებთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი მოქალაქეების ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან სუდანში, იმ გადადგმულ ნაბიჯებზე, რასაც ვახორციელებთ. ჩვენ შეზღუდული ვართ იმ კონკრეტული მექანიზმების გამონახვაში, რომელიც ქმედითად დაგვეხმარება, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ სუდანიდან, თუმცა ერთი რაც შეგვიძლია და ეს ჩვენი მოვალეობაა, ვსაუბრობთ ყველა პარტნიორთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ არიან სუდანში, იქ ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი მოქალაქეა ჩარჩენილი, მათთვის მთავარი რეკომენდაცია რაც გაცემულია, დარჩნენ იმ ადგილებზე, სადაც არიან განთავსებული და მაქსიმალურად მოერიდნენ ქუჩაში გადადგილებას. ჩვენც მსგავსი რეკომენდაცია მივეცით ჩვენ მოქალაქეებს. მათ პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა დროულად სუდანიდან გამოყვანის, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება მათი საჭიროებების და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ.

  

დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევით, ყველა იმ მოქალაქის გამოყვანა მოხერხდება მშვიდობით და უვნებლად, ვინც ჩარჩენილია სუდანში და ვისაც ამ რთულ პირობებში უწევს ამ ქვეყანაში ყოფნა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up