„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება“ - სოლომონ პავლიაშვილი

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება“ - სოლომონ პავლიაშვილი

access_time2022-12-15 18:30:40

სოლომონ პავლიაშვილი ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2016-2030 წლების და 2022-2026 წლების ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

 

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.


„მოგეხსენებათ, ჩვენ მიზანს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს. დღევანდელი დღე, ამ კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაგვეხმარება, არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის პოლიტიკას და მიზნებს განსაზღვრავს. ეს მიღწევა ერთიანი ძალისხმევის და მუშაობის შედეგია, რისთვისაც გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ნარჩენების მართვის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება. მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს  ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე დასწრების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ახალი სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორის განვითარებას“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა ალექსანდრე დარასმა.



აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016–2030) და სამოქმედო გეგმა (2022–2026) ყოვლისმომცველ, ეროვნული პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს და ნარჩენების პრევენციის და მათი წარმოქმნის შემცირების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.


დოკუმენტი ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) მიდგომას და „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.


ეროვნული სამოქმედო გეგმის ძირითად მიზანს ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება/აღსრულება, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის დანერგვა, ნარჩენების პრევენცია, რეციკლირება. სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება და პლასტიკის ნარჩენების მართვა წარმოადგენს.


მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ფარგლებში,  გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შემუშავდა.


ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up