პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.
თავდაპირველად სიტუაცია სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიძაბა, რის შემდეგაც ინციდენტში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ჯერ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჩაარტყა ნაკაიძეს პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი, შემდეგ კი იგივე ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართულებით მიკროფონი ლევან მგალობლიშვილმა ისროლა.
სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.