ციხე ქუდებისაა, ავღანეთი თალიბების, საქართველო?.. ზურაბ გურული პოსტს აქვეყნებს

ციხე ქუდებისაა, ავღანეთი თალიბების, საქართველო?.. ზურაბ გურული პოსტს აქვეყნებს

access_time2021-09-25 12:34:37

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც საქართველოში მიმდინარე პროლიტიკურ პროცესებს აფასებს. ის საქართველოს მთავრობას ორმაგ სტანდარტში სდებს ბრალს. გურულისთვის გაუგებარი და მიუღებელია ქვეყნის კუსრი, როცა ის, ერთი მხრივ, ენერგეტიკულად და არამარტო ენერგეტიკულად, დამოკიდებული ხდება მტერ სახელმწიფოზე, რუსეთზე, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს დახმარებას სწორედ რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად (შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას რუსული ოკუპაციის შეჩერებაში დახმარება თხოვა).

ზურაბ გურულის პოსტს ერთგვარი რიტორიკული სათაური აქვს: ჭიჭიკო გოგოლის ფილოსოფია, ანუ რატომ დაუტოვეს თალიბებს ავღანეთი. კომერსანტი ქართველი მედიკოსის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ავღანეთის შეტოვება თალიბებისათვის თანამედროვე დასავლური დემოკრატიის ახალი ფილოსოფიური პოზიციაა. დასავლეთი დარწმუნდა, რომ ქვეყანა ეკუთვნის მათ, ვინც მზად არის მისი დაუფლებისათვის ფიზიკური ძალის გამოყენებით იბრძოლოს. იბრძოლოს შეუპოვრად, დაუნდობლად. მოსახლეობის ინტელექტუალური სპექტრის სურვილები, მისწრაფებები და იდეალები ანგარიშში ჩასაგდები არ არის, რადგან ისინი იმპოტენტ მასას წარმოადგენენ. იმპოტენტებს ბრძოლა არ შეუძლიათ, მათ მუდმივი მფარველობა სჭირდებათ, ამიტომ უმჯობესია პოტენციის მქონე უბირ მებრძოლებს ასწავლო პოლიტიკის ანაბანა და ისინი მიიჩნიო ქვეყნის პატრონებად.
ამჟამად მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ღიმილით უცქერიან რუსული ავტომატებით შეიარაღებული თალიბების ფეხშიშველა ურდოებს, რომლებიც პრიმიტიული გულუბრყვილობით ტკბებიან დასავლეთის მიერ ავღანეთში დატოვებული ცივილიზაციის პრაგმატული ელემენტებით და თან ასევე პრიმიტიული სისასტიკით სპობენ იმავე ცივილიზაციის ინტელექტუალურ ჩანასახებს.
დასავლური დემოკრატიის ფილოსოფიურ-იდეოლოგიური პოზიცია არც საქართველოს მიმართ არის განსხვავებული. ვინაიდან ინტელექტუალური სპექტრის მისწრაფებები და იდეალები აქაც იმპოტენტურია, დასავლეთი იძულებულია ქართული „თალიბანისაგან“ გამოიყვანოს პოლიტიკური პარტნიორი და მერე მას ეკონტაქტოს. დასავლეთმა უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ფიზიკურ მხარდაჭერას არავითარ შემთხვევაში აღარ განახორციელებს განვითარებად ქვეყნებში. ძნელია მათი გამტყუნება. არაერთი ემპირიული მაგალითით დადასტურდა, რომ იმპოტენტი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა აბსოლუტურად უიმედო ქმედებაა.
წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი... ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი გამოდის გაეროს სხდომაზე და მსოფლიო თანამეგობრობას სთხოვს ოკუპანტი ქვეყნის ალაგმვას და ოკუპაციის დასრულებას. კეთილშობილური მოთხოვნაა ოკუპირებული ქვეყნის ლიდერისაგან. მაგრამ ამავე დროს, იმავე პრემიერის და მისი პოლიტიკური სპექტრის ძალისხმევით, ოკუპირებული ქვეყანა სრულად და უპირობოდ გადადის ოკუპანტი ქვეყნის ენერგეტიკულ კმაყოფაზე; და არამარტო ენერგეტიკულზე, ხორბალსაც კი ოკუპანტი ქვეყნიდან იღებს, ძირითად ინვესტიციებსაც... წარმოიდგინეთ?...
ცხადია, ზრდილობიანი დასავლეთელი დიპლომატები არაფრით არ მიუთითებენ ამ აბსურდზე თავიანთ „თალიბან“ პარტნიორებს. ქვეყანა მათია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ - ფიქრობენ ისინი ზუსტად ისე, როგორც ჭიჭიკო გოგოლი ფიქრობდა ქურდებზე და ციხეზე.
ღიმილით ვუყურებთ სოცქსელებში საბავშვო ატრაქციონებზე მოთამაშე ავტომატიანი თალიბების ყურებამდე გაღიმებულ ფოტოებს და გვეცინება. ზუსტად ისევე გვეცინება ქუთაისის ტორპედოს ევროპის ჩემპიონობის პერსპექტივაზე, ონისა და კაიროს ბიზნეს-კონტაქტების აღორძინებაზე, ჭიათურის ტურისტულ პოტენციალზე, ბათუმის პალმ-ჯუმბეირაზე, პანდემიის მსოფლიოში ყველაზე მაგარ მართვაზე, აგუგუნებულ ქარხნებზე, გაზრდილ პენსიებზე ...
ვიცინით ჩვენ, იცინიან თალიბები, მორიდებით იღიმებიან დასავლეთელი დიპლომატები ...
ციხე ქურდებისაა, ავღანეთი თალიბების, საქართველო ... -> წერს ზურაბ გურული.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up