სანქცირებულ რუსეთში ერთ-ერთ უკანსკნელ იმედს კრიპტოვალუტაზე ამყარებდნენ, თუმცა მოლოდინი ამ შემთხვევაშიც ზედმეტად ოპტიმისტური აღმოჩნდა. უმსხვილესმა კრიპტობირჟა Coinbase-მა რუსეთის 25 000-ზე მეტ მოქალაქეს კრიპტო საფულეები დაუხურა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.
Coinbase-ისთვის 25 000 საფულე პორტფელის 0.2%-ა. კრიპტობირჟის იურისტის პოლ გრეველის განმარტებით კომპანიამ სანქცირებული და მათთან დაკავშირებული პირები დაბლოკა, მისივე თქმით ამ საკითხში ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებს.
კრიპტოვალუტები სანქციებისთვის თავის არიდების ერთ-ერთ ხვრელად მოიაზრებოდა, მაგრამ ნეგატიური მოლოდინი არ გამართლდა. Coinbase-ის მსგავსად მეორე უმსხვილესი ამერიკული ბირჟა Binance-ც აცხადებს, რომ მთავრობის მანდატს შეასრულებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდე, ორ კვირაზე მცირე დროში, მოსკოვს აქამდე უპრეცედენტო სანქციები დაეკისრა. სანქციები პირველ რიგში ფინანსურ სისტემას დაედო, ქვეყანა ჩახსნეს SWIFT-დან, ბაზარი დატოვა საერთაშორისო ბრენდთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, აიკრძალა ტექნოლოგიების მიწოდება... სანქციების შედეგად რუბლი უკვე 70%-ით გაუფასურდა, ეკონომიკური ვარდნა გარდაუვალია, ქვეყანა დეფოლტის ზღვარზეა.