ComCom-მა MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვადა 2023 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა

ComCom-მა MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვადა 2023 წლის 1 ივლისამდე გაახანგრძლივა

access_time2022-12-29 20:00:12

კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორის სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 6 თვით გაახანგრძლივა. კომისიის გადაწყვეტილებით, მობილური ოპერატორები „მაგთიკომი", „სილქნეტი" და „ბილაინი" ვალდებულნი არიან ქსელზე დაშვების მსურველი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებისთვის შეთავაზება გამოაქვეყნონ არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა.

 


MVNO-ს ქსელთან დაშვების შესახებ გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლიდან მიიღო, თუმცა კომპანიებისთვის ვალდებულების ამოქმედების ვადის გადაწევა რამდენიმე მნიშვნელოვანმა გარემოებამ განაპირობა. კერძოდ,  „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე კომუნიკაციების კომისიის ფუნქციები კანონის აღსრულების მიმართულებით უფრო ეფექტიანი გახდა. ამასთან, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების მზაობა დააფიქსირეს, მეორე მხრივ კი დაშვების მსურველი ოპერატორების მხრიდან დაკონკრეტდა ინტერესი და გადაიდგა ნაბიჯები მობილურ ქსელზე დაშვების უზრუნველსაყოფად. კომუნიკაციების კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკვირვებოდა პროცესებს, მხარეებს მისცემოდათ შესაძლებლობა ორმხრივად საინტერესო, კომერციულ საწყისებზე ეწარმოებინათ მოლაპარაკებები, მისცემოდათ პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და შესაბამისად, კომპანიებს ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე მისცა.

 


კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ „სილქნეტსა" და „ეკლექტიკს" შორის გაფორმდა მობილურ ქსელთან დაშვების ხელშეკრულება და „ეკლექტიკმა" ბრენდული სახელწოდებით „Hallo" პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო.  რაც შეეხება დაშვების მსურველი კომპანიების მიერ ქსელის მფლობელ ოპერატორებთან ურთიერთხელსაყრელი პირობით მოლაპარაკებების წარმართვას, კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილია, რომ კომპანიები, რომლებიც 2020 წლიდან ღიად გამოხატავენ ქსელური ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვების ინტერესს, ამ დრომდე დაშვების მოპოვება ვერ მოხდა. მობილური ვირტუალური ოპერატორების ასოციაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას, როგორც საჯარო ისე ოფიციალური წერილითაც მიმართა. MVNO ასოციაცია წერილში აღნიშნავს, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავად ქსელის ოპერატორებთან მოლაპარაკებები პასიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მათ თხოვნით მომართეს კომისიას, არ გაეუქმებინა სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილება. კომუნიკაციების კომისია კვლავ დააკვირდება MVNO მსურველ კომპანიებსა და ქსელის ოპერატორებს შორის მოლაპარაკების პროცესს.


 


ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევა დაიწყო. კვლევის ფარგლებში, ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები  და  საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განისაზღვრება სპეციფიური ვალდებულებები. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ მომსახურებები და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.



აღნიშნული კვლევა მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი. მეორე ეტაპზე კი დადგინდება ფიქსირებული და მობილური მომსახურებების შესაბამის ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად სპეციფიკური ვალდებულებები განესაზღვრებათ.

 


კომუნიკაციების კომისია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნა, როგორც მობილურ ქსელზე ვირტუალური ოპერატორების, ასევე ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე ე.წ. „ბითსტრიმ" სეგმენტზე დაშვების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, როგორც საცალო მომსახურებების ბაზარზე კონკურენტული გარემოს და ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნისთვის, ასევე ინოვაციური სერვისებისა და ნიშური სეგმენტების ათვისებისთვის. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, თავის მხრივ შესაძლებლობას მისცემს ტელეკომ სფეროში მოქმედ მცირე და საშუალო კომპანიებს განვითარდნენ ალტერნატიული მომსახურების ოპერატორებად და გაზარდონ სატელეკომუნიკაციო მომსახურებების პოტენციალი, ხოლო ქვეყანაში მომხმარებლისთვის შეიქმნას მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი შეთავაზებები სატელეკომუნიკაციო სერვისებზე.


თეგები:
MVNO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up