ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობის მეთაური ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში იურიდიული ნაბიჯები გადაიდგმება რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
მისი თქმით, რუსეთთან შეერთება „რესპუბლიკის“ სტრატეგიული მიზანია.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა. მალევე მოსკოვმა ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ომის შედეგად ათასობით ქართული ოჯახი დევნილობაში იმყოფება. რუსეთის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.