ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი სსრკ-ს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია სსრკ-ს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ცხინვალში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მედია დე ფაქტო რესპუბლიკის კომუნისტურ პარტიაზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის დუმის დელეგაციის წევრები 9 დაკემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტს შეხვდებიან. რის შემდეგაც ჩერმენის საკონცერტო დარბაზში სსრკ-ს დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა მოეწყობა