საქართველოში USAID-ის განახლებადი ენერგიისპროექტის დირექტორმა დენიელ პოტაშმა Forbes Talks-თან ვრცელ ინტერვიუში ქვეყანაშიენერგეტიკაში არსებული საინვესტიციო გარემოსშესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ნამახვანჰესის პროექტი კარგად იყომომზადებული და მისი ინვესტორი კომპანია ENKA-ც სახელმწიფომ გამჭვირვალე კონკურსის შედეგადშეარჩია, თუმცა ფაქტმა, რომ პროექტისგანვითარება შეჩერდა, მომავალში სხვაინვესტორებიც შეიძლება დააფრთხოს, რომელთაცქვეყანაში მსხვილი და კაპიტალტევადიპროექტების განხორციელება სურდათ.
“დიახ, ნამახვანის შემთხვევა დააფრთხობსინვესტორებს - მათ, ვინც საქართველოშიგრძელვადიანი და კაპიტალტევადი ინვესტიციებისგანხორციელებას ფიქრობს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ნამახვანი - როგორც მე შევისწავლე ესპროექტი - ტექნიკური ანალიზი კარგად იყოჩატარებული; მიმაჩნია, რომ კონტრაქტი კარგადიყო მომზადებული - ღია, კონკურენტული ტენდერისსაფუძველზე, 19 პრეტენდენტით საწყის ეტაპზე დაშემდეგ 3 კომპანიით "შორთლისტში" - კარგიკომპანიებით, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა. ვფიქრობ, ამ პროექტს ძალიან კარგი საფუძველიაქვს. ასევე, ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთანურთიერთობაც საკმაოდ კარგად წარიმართა დაისიც მგონია, რომ ადგილობრივი თემი საკმაოდკმაყოფილი იყო საწყის ეტაპზე. შემდეგ სხვაძალები ჩაერივნენ და ვფიქრობ, ამის შემდეგ დავაგასცდა უკვე იმ დავას - ნამახვანი კარგი პროექტიათუ ცუდი და იყო თუ არა ეს პროცესი კანონიერი დასამართლიანი.
ვფიქრობ, ჩვენი პროექტი შეიძლება დამხმარეაღმოჩნდეს სტრატეგიული კომუნიკაციისთვალსაზრისითაც, როგორც ნამახვანის, ისე სხვაპროექტებთან მიმართებით. ამ ტიპის კომუნიკაციააგებულია ნდობაზე. ნდობა კი ეფუძნებაკომუნიკაციასა და პატივისცემას. გარეთვალისთვის - დიახ, შესაძლოა, სულ იყვნენდავაში ჩართული მხარეები, რომლებიც ცდილობენდავაში სრულიად არალეგიტიმური მიზნებითჩართვას - ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევძლოთ დებატიმთავარ თემაზე ფოკუსირებული დარჩეს დაამოსავალი იყოს, რა არის საუკეთესო შედეგისაქართველოსთვის,” - ამბობს დენიელ პოტაში.
წყარო: https://bm.ge/ka/article/namaxvanhesis-shemtxveva-investorebs-daafrtxobs---usaid/93779