რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის მართვის უნარებს მალე დაკარგავენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ დასავლეთის შესაძლებლობების შემცირებას, არ ექნებათ უნარი წარმართონ მსოფლიო ეკონომიკა ისე როგორც მათ სურთ. ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკება“, – აცხადებს ლავროვი.