მობილური ფოტოგრაფიის ახალ მეფეს Magic5 Pro დაარქვეს. ის ევროპაში გაყიდვაში 6 აპრილიდან გამოვა.
DxOMark-ი სმარტფონებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით რეგულარულად ამოწმებს. ამჯერად საუკეთესო კამერიანი ტელეფონების რეიტინგი განაახლა.
Honor Magic5 Pro, რომელიც ევროპაში 6 აპრილს გამოვა, მობილური ფოტოგრაფიის ახალ მეფედ დასახელდა. მან iPhone 14 Pro Max-ს და Samsung Galaxy S23 Ultra-საც კი აჯობა.
მასშტაბის აღქმა, ფართო დინამიკური დიაპაზონი, სწრაფი და ზუსტი ავტოფოკუსი,
ზუსტი ფერები და კარგი ექსპოზიცია ღამის კადრებში და სხვა მახასიათებლები აქცევს Honor Magic5 Pro-ს საუკეთესო კამერის მქონე სმარტფონად.
DxOMark-ის ექსპერტები დასკვნაში არანაირ წუნზე არ საუბრობენ.
ყველა რეიტინგის საერთო ჯამში Honor Magic5 Pro-მ 152 ქულა დააგროვა.
წინა ლიდერი Mate 50 Pro 149 ქულით მეორე ადგილზეა.
Google Pixel 7 Pro და Magic 4 Ultimate 147 ქულით მესამე და მეოთხე ადგილზე არიან.
ხუთეულს iPhone 14 Pro Max-ი ხურავს.