დათო გოგუა - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვემსახურო თითოეული თქვენგანის ინტერესებს

დათო გოგუა - დიდი პასუხისმგებლობა და პატივია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვემსახურო თითოეული თქვენგანის ინტერესებს

access_time2021-08-26 16:20:00

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვემსახურო თითოეული თქვენგანის ინტერესებს, ამოცანებს და მიზნებს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს მერობის კანდიდატმა დათო გოგუამ წარდგენაზე.


როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წლების განმავლობაში არაერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც დადებითად აისახა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.


„ჩხოროწყუში პრიორიტეტად დავისახეთ მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური და სარგებლიანი გაგვეხადა სოციალური პროგრამები, გაორმაგდა ბიუჯეტი, უფასო გავხადეთ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები, დაიგო ათეულობით კილომეტრი ასფალტო- ბეტონის საფარი, აშენდა 20 დიდი და მცირე ზომის სახიდე ნაგებობა, 7 საბავშვო ბაღი, 5 ამბულატორია, საზოგადოებრივი ცენტრები, აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები. იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა, როგორც ქალაქში, ასევე სოფელ ზუმსა და ნაფიჩხოვოში. მუნიციპალიტეტში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები. იწყება ყველასთვის მნიშვნელოვანი, ქალაქის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რაზეც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა. ეს ჩვენი მრავალი წლის ოცნება იყო.


მიუხედავად ასეთი მიღწევებისა, მთავარი გამოწვევები წინ გვაქვს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, ჩვენი მთავარი ამოცანა, უპირველეს ყოვლისა არის 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ყველა ოჯახს. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარება. ისეთი დარგების აღორძინება, როგორიცაა მეჩაიეობა, მეთხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, და კენკროვანი ხე-მცენარეების: მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების გაშენება.



პროექტის „მართე შენი ქალაქი და სოფელი“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ქალაქისა და სოფლის მართვაში. ჩვენი მოვალეობაა ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელშიც მაქსიმალურად ჩართული და დასაქმებული იქნებიან ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ტურიზმი ეს არის ჩხოროწყუს სავიზიტო ბარათი, ვინაიდან ჩხოროწყუ არის განთქმული თავისი ლამაზი ხეობით, რომელსაც ,,ლუგელას ხეობა“ ჰქვია. სოფელ მუხურში და ტობავარჩხილისკენ მიმავალი გზა წელს უკვე შევა ექსპლუატაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მთავრობას ამ საჩუქრისთვის.


მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელების სამსახურში ნათლად დამანახა ის საჭიროებები, რომელიც გვაწუხებს, რომელთა ნაწილი მოგვარებულია, ხოლო დანარჩენის გადაჭრის გზები – დასახული. მჯერა, ჩხოროწყუს განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ.


ახლა კი, მინდა წარმოგიდგინოთ ის გუნდი, რომელიც მომავალ საკრებულოში იქნება ჩხოროწყუელების ხმა: ჯანო პერტაია, გოგა თოლორდავა, მამუკა ფიჩხაია, ზურაბ ჯიქია, დათო კვირტია, დიმიტრი ყალიჩავა, ნუგზარ ჯალაღონია, ოქრო შენგელია, დაზმირ დარსალია“ - განაცხადა დათო გოგუამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



თეგები:
დათო გოგუა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up