დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ

დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ" გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება

access_time2021-02-23 13:26:17

„ქართულმა ოცნებამ“ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება. ამ უფსკრულში ჩვენ 90-იანებში ვიყავით და ამან ჩემი თაობა გაანადგურა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მათი მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ნორმალურ პროცესებში დაბრუნებაა.

„ჩვენ შეხვედრები გვექნება მესამე სექტორთან, სახალხო დამცველთან და ა.შ. შეხვედრები შედგება დღეს და მომავალ დღეებშიც, ეს იქნება საჯარო და ღია. ოპოზიცია რაიმეს დამალვას არ აპირებს. მთავარი თემა იქნება როგორ გამოვიდეთ ღრმა ჩიხიდან, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ". „ოცნებამ" გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება. ამ უფსკრულში ჩვენ 90-იანებში ვიყავით და ამან ჩემი თაობა გაანადგურა. ახლა ამოცანაა, რომ მომავალი თაობა არ გაანადგუროს სამოქალაქო დაპირისპირებამ. ჩვენი ყველას ამოცანა უცხოელ პარტნიორებთან ერთად არის როგორ ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან და დავუბრუნდეთ ნორმალურ პროცესებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სამართალდამცველებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს და ის ამით ამაყობს. ბაქრაძის თქმით, სახელმწიფო არ არის ძლიერი პოლიცია, სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როცა იცის როდის გამოიყენოს პოლიციის ძალა.

„თუ ვინმეს ჰგონია სახელმწიფო არის ძლიერი პოლიცია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო ძლიერი არის მაშინ, როცა ის არის გონიერი და პასუხისმგებლიანი, რომელსაც ესმის როდის და სად გამოიყენოს პოლიციის ძალა. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყავს და „ოცნებამ“ გამოიყენა ძალა იმისთვის, რომ დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესი.

როდესაც ამერიკის საელჩო ამბობს, რომ საქართველო დაშორდა ნატოს, ეს არის პირდაპირი დაზიანება საქართველოს ინტერესების. ამიტომ მადლობებს თავი დაანებონ და იფიქრონ პსუხიმგებლობაზე და იფიქრონ იმაზე, როგოგორ არ მივიდეთ იმ უფსკრულთან, რომლის იქითაც დაიწყება სამოქალქო დაპირისპირება.


რაც უფრო მეტად გაჯიუტდება "ქართული ოცნება", რაც უფრო მეტად მოექცევა უცხოელ პარტნიორებს ისე როგორც მაგალითად გუშინ მოექცნენ ჩვენს მეგობარს, რომელიც ლიეტუვიდან ჩამოვიდა სიტუაციის განსამუხტად და საპარლამენტო ტრიბუნიდან აგინეს და ლანძღეს, რაც უფრო მეტად მოიქცევიან ასე მით უფრო მეტად გარიყავენ საკუთარ თავს და შეიყვანენ საკუთრ თავს ჩიხში. საქართველოს ხელისფლება უნდა უჯერებდეს არა გავრილოვს, არამედ ამერიკის საელჩოს, ლიეტუველებს, ბრიუსელს და ევროკავშირს. თუ ამას „ოცნება“ არ გაიგებს, გააგებინებენ, ამისი საკმარისი ბერკეტი არსებობს დასავლეთიდან“ , - განაცხადა ბაქრაძემ.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up