დავით ბერძენიშვილი - საქართველოში მხოლოდ ბიულეტენით ვერ იცვლება ხოლმე ხელისუფლება, ბიულეტენს სჭირდება მიხმარება და დაცვა ქვეყნის შიგნით

დავით ბერძენიშვილი - საქართველოში მხოლოდ ბიულეტენით ვერ იცვლება ხოლმე ხელისუფლება, ბიულეტენს სჭირდება მიხმარება და დაცვა ქვეყნის შიგნით

access_time2020-11-01 15:00:04

გამარჯვება შეიძლება იყოს მიღწეული მეორე ტურებშიც, თუ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გაყალბების მასშტაბები მნიშვნელოვნად უკან წაიღოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას. ასევე, იქნება თუ არა აქტიური ქუჩაში ის ამომრჩეველი, რომელმაც ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა.

 

„ხელისუფლებამ ვერ დაამარცხა ქართველი ამომრჩეველი და ამიტომ აღასრულა წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, რომ წამოეწყო არჩევნების ტოტალური გაყალბება. გაყალბებას წინ უძღოდა საარჩევნო დღის განმავლობაში უამრავ უბანზე ძალადობა, მოსყიდვა და ეს ყველამ ვნახეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 


პირველყოფლისა, ქართული პოლიტიკური სპექტრი ანგარიშვალდებულია იმ 2 მილიონი ადამიანის მიმართ, ვინც ამ უმძიმეს პირობებში ხმა მისცა საქართველოს მომავალს. ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის ნება ნამდვილად არ არის ამ ხელისუფლების დარჩენა. უმნიშვნელოვანესია ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები არჩევნებისა. ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრ შეფასებებს, ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს, იქნება თუ არა ის ამომრჩეველი აქტიური ქუჩაში, რომელმაც ხმა მისცა ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოში მხოლოდ ბიულეტენით ვერ იცვლება ხოლმე ხელისუფლება, ბიულეტენს სჭირდება ხოლმე მიხმარება და დაცვა ქვეყნის შიგნით. დღევანდელი მიტინგი, მისი მასშტაბურობა და მომავალი საპროტესტო აქციებიც იქნება უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, მივაღწევთ თუ არა ან ამ კატასტროფული გაყალბების მინიმიზებას, ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. გამარჯვება შეიძლება იყოს მიღწეული მეორე ტურებშიც, თუ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გაყალბების მასშტაბები მნიშვნელოვნად უკან წაიღოს. უმნიშნელოვანესი იქნება ამერიკის და ევროპის პოზიცია, სამწუხაროდ, საქართველოში ხელისუფლება ვერ იცვლება მხოლოდ ქართველი ხალხის არჩევანით, მას სჭირდება დასავლური დადასტურება", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

 

წყარო: ipn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up