დავით ჩერქეზიშვილი - ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს

დავით ჩერქეზიშვილი - ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს

access_time2021-09-03 19:30:00

ტყიბულში უნდა შევქმნათ სამაგალითო ადმინისტრირება, როგორ უნდა ვემსახუროთ ხალხს, როგორი უნდა იყოს მართვის პროცესი. ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებიგან გვაქვს, უნდა იყოს სწრაფად რეალიზებული, ამასთან ერთად, მივიღოთ სწრაფი განვითარება. ტყიბული იმსახურებს პროგრესს და მიიღებს პროგრესს - განაცხადა „ქართული ოცნების" ტყიბულის მერობის კანდიდატმა დავით ჩერქეზიშვილმა წარდგენაზე.



მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ნდობისთვის, რომ მიეცა შესაძლებლობა ემსახუროს ქალაქს, რომლის განვითარება უმნიშვნელოვანესია.



„გამოცხადებულ ნდობაზე მნიშვნელოვანი, ნდობის გამართლებაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქზე, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. თაობები, რომლებიც ქმნიდნენ ჩვენი ქალაქის ჭეშმარიტ სახეს, იყვნენ დიდი გულების, მაღალი შეგნების და ძალიან დაფასებული ადამიანები. ამ დიდი თაობის წარმომადგენლები დღესაც დააბიჯებენ ჩვენს ქალაქში, რამდენიმე მათგანი ესწრება ღონისძიებას. მინდა თქვენთან ერთად პატივი ვცეთ და მივესალმოთ მათ. პრემიერი ბრძანდებოდა ჩვენს შეხვედრამდე მეშახტეებთან, ორიოდე დღის წინ მეშახტის დღე იყო, მინდა შევუერთდე მილოცვებს და თქვენთან ერთად მივულოცო ჩვენს მეშახტეებს, ვუსურვო კეთილი, ბედნიერი, უსაფრთხო მომავალი.




ტყიბულის ქვანახშირის საბადო, ისტორიულად ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. დღეს ის 176-ე წელს ითვლის. ჩემი ოჯახი ტყიბულის დაარსებიდან ამ ქალაქის მკვიდრია და შესაბამისად, ჩემთვის ეს ფასეულობა უზარმაზარია. ხალხი, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობდა, ცხოვრობს, ჩემს მშობლებთან, ოჯახის წევრებთან, წინაპრებთან, აწ უკვე ჩემს შვილებთან ერთად, დიდი ერთობის მაგალითია და თუ გამოჩნდა საჭიროება, რომ უნდა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ ქალაქში, დედულეთში, აქ ამ ვალდებულების წინაშე ვდგევარ. ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, ტყიბული იყოს რაც შეიძლება სწრაფად განვითარებული და ჩვენი ამოცანაა, ამ მხარდაჭერის ეფექტიანი რეალიზება. ტყიბულს ელოდება სწრაფი განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ტურიზმი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ვალია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა რომელიც გვაქვს, ხელისუფლების მხარდაჭერა და თანადგომა, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ 41, ნიშნად იმისა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გულგატეხილობაზე, უიმედობაზე, ვირჩევთ პროგრესს, განვითარებასს და ერთობას“ - განაცხადა დავით ჩერქეზიშვილმა.



მერობის კანდიდატმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატების წარადგინა. ესენი არიან: ირაკლი აბესაძე, რომან მაწკეპლაძე, ზვიად კუბლაშვილი, იზოლდა ნემსაძე, გიორგი ნანიკაშვილი, გრიგოლ ჩიხლაძე, მანუჩარ გოტიაშვილი, გიორგი ავალიანი, როლანდ არსენაშვილი.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up