დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ სიის ყოფილი პირველი ნომერი გახარია არჩევნებში ცალკე მონაწილეობს, პარტიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები საერთოდ არ ჩანს და კამპანიას ღარიბაშვილი და კუჭავა ხელმძღვანელობს

დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ სიის ყოფილი პირველი ნომერი გახარია არჩევნებში ცალკე მონაწილეობს, პარტიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები საერთოდ არ ჩანს და კამპანიას ღარიბაშვილი და კუჭავა ხელმძღვანელობს

access_time2021-08-23 12:20:00

2012 წელს ამხელა სიყვარულით მოსული „ქართული ოცნება“ დღეს რკინებით შემოღობილი ატარებს რეგიონებში შეხვედრებს, ხალხი ახლოს რომ ვერ მივიდეს მასთან , - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და თავისი გუნდის რცხვენია.


„ერთადერთი რაც მოახერხეს, 2012 წელს ამხელა სიყვარულით მოსული „ქართული ოცნება“ დღეს რკინებით შემოღობილი ატარებს რეგიონებში შეხვედრებს, ხალხი ახლოს რომ ვერ მივიდეს მათთან. 43%-იც ხომ მაგიტომ ამოიღეს, მათზე უკეთ არავინ იცის ადამიანების განწყობა. ამას ემატება ისიც, რომ „ოცნებას“ ძალაუფლების ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს და თავისი გუნდის რცხვენია: სიის ყოფილი პირველი ნომერი გახარია, ცალკე მონაწილეობს არჩევნებში, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საერთოდ არ ჩანს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარეც არ ჩანს და კამპანიას ღარიბაშვილი და კუჭავა ხელმძღვანელობს, თან აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანებით გარშემორტყმულები.



მოკლედ, ერთ მხარესაა პრივილეგირებული “ოცნება” თავისი მხარდამჭერებით, მეორე მხარეს დანარჩენი საზოგადოება, ხალხი, ვისაც ყველა აბსოლუტურად უფლება ჩამორთმეული აქვს.


ჩამონგრეული ყველა ინსტიტუტი, კატასტროფამდე მიიყვანილი ქვეყანა, საყოველთაო ჯანდაცვა, ერთ დროს ასე საამაყო მათთვის და დღეს ესეც ჩამომხობილი. ამდენი ადამიანი იღუპება ყოველ დღე და ერთადერთი რასაც ზუსტად ვხედავთ არის, ის, რომ „ოცნებაში“ არც სახელმწიფოებრიობის განცდა აქვს ვინმეს და არც პასუხისმგებლობა! აი, ამიტომ უნდა წავიდეთ ოქტომბერში რეფერენდუმზე, ქვეყნის, ადამიანების გადარჩენის საკითხი დგას“ , - განაცახადა ჭიჭინაძემ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up