დავით ჭიჭინაძე - თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა „ქართული ოცნების“ მესაფლავე, ახლა „ოცნება“ უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ

დავით ჭიჭინაძე - თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა „ქართული ოცნების“ მესაფლავე, ახლა „ოცნება“ უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ

access_time2021-08-31 15:50:00

თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა „ქართული ოცნების“ მესაფლავე, ახლა ვამბობ, რომ „ოცნება“ უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ და გადავიჩეხებით, თუ ქვეყანას „ოცნებას“ არ ჩამოვაშორებთ , - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც რითაც ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.


როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, ევროპულ დახმარებაზე და კრედიტებზე უარის თქმას ვიზალიბერალიზაციის და გადმორიცხვების ჩაკეტვა მოყვება, რაც ქვეყანას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს.


„თუ ასეთი მძლავრი ეკონომიკა გვაქვს, მაშინ რატომ ვმათხოვრობთ ყოველ წელს იმ ვალის მომსახურებაზე, რომელიც გვაკისრია და მუდამ მის გადავადებას ვთხოულობთ?! როგორც ჩანს ღარიბაშვილის და მიშელის დახურული შეხვედრაზე საკმაოდ მძიმე საუბრი შედგა და მათი პატრონი ივანიშვილი, იძულებული გახდა ახალი პარტნიორი ეძებოს... სწორედ ეს ახსნა აქვს „ოცნების“ ორი ირაკლის აბსურდული და გამაოგნებელ განცხადებებს. შედეგი კი იქნება ის, რომ 3 ოქტომბერს სრულიად საქართველო გამოვა ქუჩაში და არა მარტო ოპოზიცია, რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია ევროპელ პარტნიორებთან არსებული ყველა შეთანხმება და ამით მომავალი წაართვეს ქვეყანას. ევროპულ დახმარებაზე და კრედიტებზე ისე თქვეს უარი, არც კი აინტერესებთ, რომ ამას უკვე ვიზალიბერალიზაციის, გადმორიცხვების ჩაკეტვა მოყვება, რაც ქვეყანას სრულ კოლაფსამდე მიიყვანს. რომ ამით უდიდეს პრობლემებს უქმნიან საქართველოს იმ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც ევროკავშირშია დასაქმებული და ვისი გადმორიცხვებიც აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას და ბოლომდე მშიერს არ ტოვებს ადამიანებს. ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად გაუაზრებელი ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც ყოველდღიურად ამხელა სიკვდილიანობას იწვევს. მოკლედ, თუ აქამდე ვამბობდი, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა „ქართული ოცნების“ მესაფლავე ახლა ვამბობ, რომ „ოცნება“ უკვე ორი ირაკლის თამადობით მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ და გადავიჩეხებით, ქვეყანას „ოცნებას“ თუ არ ჩამოვაშორებთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up