დავით უსუფაშვილი - ჩვენ, ყველას ერთად პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, ვაღიაროთ, ამას ვიმსახურებდით

დავით უსუფაშვილი - ჩვენ, ყველას ერთად პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, ვაღიაროთ, ამას ვიმსახურებდით

access_time2022-03-14 16:10:00

მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო და სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ჩვენ, ყველას ერთად ქალბატონმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მჭლე სამიანი დაგვიწერა, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს.

როგორც დავით უსუფაშვილი ამბობს, პრეზიდენტისგან ამგვარი შეფასება მართლაც დაიმსახურეს.

„მოდი, გავუსწოროთ თვალი რეალობას და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით და გამოსავალიც გვაჩვენა. თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მგონი, შევძლებთ, რომ შევასრულოთ ჩვენი როლი და დანიშნულება ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა. პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია და არა მარტო მომისმენია. მინდა, თავიდანვე განვაცხადო, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი. ანუ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალი. არ მგონია, ჩვენ გვჭირდებოდა ვინმეს მიერ შეხსენება, რომ ასეთ ვითარებაში, საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის, ომის საფრთხის პირობებში მართებს ერთიანობა და არა ის, რაც ჩვენ დაგვემართა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაში არ არის, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ ცუდი, ან პირიქით, საქმე იმაშია, რომ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში.


საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რისი მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში, ანუ სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრეზიდენტი და პრემიერი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ საერთო საქმე გააძლიერონ. დაუშვებელია, რომ პარასკევს ვერ მოვახერხეთ შეკრება იმის სათქმელად, რაც შემდეგ სამშაბათს გაკეთდა ცალმხრივად ამავე დარბაზში. ამასობაში გაგვექცა ხელიდან სადავეები და უკრაინის, ომის და უსაფრთხოების თემაც ჩადგა ჩვეულებრივ რიგში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების, იწილობიწილოში და ამით ვაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს. სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ და ეს მხოლოდ ბოლო ათ წელიწადში არ მომხდარა, არც იმის წინა ცხრა წელიწადში, არც იმის წინა რვა წელიწადში. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ სისტემაა შესაცვლელი და სისტემური ცვლილებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებრივ მოვლენად იქნება, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ უმრავლესობა ჩაკეტავს შემოსასვლელ დარბაზს, ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია მუხლჩაუხრელად მუშაობის ნაცვლად, მთელი წელი ხან არშემოსვლის, ხან შემოსვლის და ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და ვერ შედგება ინსტიტუციურად პარლამენტი. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად, ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიულობის ხელში ჩასაგდებად, ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და შემდეგ მისი ხელიდან აღარ გასაშვებად. სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში, მე ამ დამატებას შევიტანდი, რომ სისტემურ ცვლილებას სჭირდება სისტემური მიდგომა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up