დავით უსუფაშვილი - ესპანელ სტუმარს ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ - ორი მთავარი მოთამაშე: “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთს ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ, ერთმანეთსაც ამტვრევენ და საქართველოსაც უკან ეწევიან

დავით უსუფაშვილი - ესპანელ სტუმარს ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ - ორი მთავარი მოთამაშე: “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთს ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ, ერთმანეთსაც ამტვრევენ და საქართველოსაც უკან ეწევიან

access_time2022-04-27 12:20:00

ვინაიდან სტუმარი ესპანელია, ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ ჩვენ, რომ ორი მთავარი მოთამაშე - “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამ ბეისბოლის ჯოხებით ერთმანეთსაც ამტვრევენ, საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ეს საქართველოს უკან ეწევა - ჩვენ ვუთხარით, რომ ველით ნატო-სგან საგანგებო ნაბიჯებს, მაგრამ მან მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ისინიც საქართველოსგან ელიან საგანგებო ნაბიჯებს, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ NATO-ს კარი საქართველოსთვის ღიაა.

“NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ, სპეციალურად გაუსვა ხაზი იმას, რომ NATO რჩება თავის პოზიციაზე, კარი ღიაა და საქართველო მათთვის არის სასურველი მომავალი წევრი. მან სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ მას პირადად და NATO-ს წევრ ძალიან ბევრ სახელმწიფოში, აღელვებთ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული რეფორმების ნელი ტემპი დაწყებული საქმეების ბოლომდე არ და ვერ მიყვანით, კერძოდ, მან ხაზი გაუსვა შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობას და ზოგადად ამ შეთანხმებისადმი დამოკიდებულებას. მან ძალიან ღიად და გულწრფელად გვითხრა, რომ ამის გამო გაჩნდა კითხვები, რომელზეც არგუმენტირებული პასუხები ვერ და არ იქნა მოსმენილი. NATO რჩება საქართველოსთვის ღია და მონდომებული, რომ ჩვენ შევძლოთ NATO-ს წევრობა, მაგრამ ეს დამოკიდებულია ჩვენს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ორპოლუსიანობის დასრულებაზე, რაზეც მან ისაუბრა და დემოკრატიული რეფორმების დაჩქარებაზე. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო ბოლო თვეებში უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ამ ფონზე ალიანსის ახალი პოლიტიკის აუცილებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირადად მას ვუთხარი, რომ დადგა აუცილებლობა არამხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის, წინ ინტეგრაციისთვის და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების, არამედ ნახტომისთვის წინ და მადრიდის სამიტზე. ჩვენ უნდა ვნახოთ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება საქართველოსთან დაკავშირებით და იმ ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს და შეამოკლებს გზას წევრობამდე. შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ რჩება და არის NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე და სურს, რომ წევრობა დაჩქარდეს.


ვინაიდან სტუმარი ესპანელია, ესპანური ფეხბურთის მაგალითით ვუთხარი, რა დღეში ვართ ჩვენ, რომ ორი მთავარი მოთამაშე - „ბარსა“ და „რეალი“ ფეხბურთის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამ ბეისბოლის ჯოხებით ერთმანეთსაც ამტვრევენ, საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ეს საქართველოს უკან ეწევა - ეს არის დასამთავრებელი. დღეს შექმნილ აი, ამ საგანგებო ვითარებაში ცხადია, საგანგებო ზომებია მისაღები და ჩვენ მას ვუთხარით, რომ ველით NATO-სგან საგანგებო ნაბიჯებს, მაგრამ მან ხაზი გაუსვა მკაფიოდ, რომ ისინიც საქართველოსგან ელიან საგანგებო ნაბიჯებს და ჩვენ ტრადიციული, პოლიტიკური იწილო-ბიწილოდან როგორღაც ამოსვლას და სერიოზულად შეხედვას სერიოზული საქმეებისადმი და დალაგებას იმისთვის, რომ ქვეყანამ ტრაგედია აიცილოს. ვისთანაც ტრაგედია ტრიალებს, მას გვერდში დაუდგეს და პოსტტრაგედიულ ვითარებაში საქართველომ უსაფრთხოებაც გაიძლიეროს, ეკონომიკური მდგომარეობაც და ყველა სხვა თვალსაზრისით წინ წავიდეს. ამას სჭირდება საგანგებო ნაბიჯები ქვეყნის შიგნითაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up