კონსტიტუციას მაინც სცენ პატივი. პრეზიდენტს სცენ პატივი და საერთოდ, საკუთარ თავს სცენ პატივი, - ასე შეაფასა „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომის გაუქმების საკითხი.
მისი თქმით, მათ აქვთ უნარი, მოქალაქეებისთვის ეჩვენებინათ, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური სპექტრის იმედი.
„ჩვენ გვაერთიანებს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესი. ჩვენ გვაქვს უნარი, იმ უმძიმეს დღეებში, როდესაც პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანაც, გაცილებით ადრეა ოკუპირებული და რუსული აგრესიის მსხვერპლი, ჩვენ ჩვენი მოაქალაქეებისთვის გვეჩვენებინა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი იმედი. როდესაც ვკამათობთ, ჩვენ შეგვიძლია თანხმობაც. თუ საჭიროა, მხარდამხარ ერთად ვიბრძოლებთ კიდეც ჩვენი ქვეყნის დასაცავად. კონსტიტუციას მაინც სცენ პატივი. პრეზიდენტს სცენ პატივი და საერთოდ, საკუთარ თავს სცენ პატივი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს აღარ ჩატარდება.
imedinews.ge