დავით ზალკალიანი ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

დავით ზალკალიანი ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

access_time2020-10-01 17:40:00

2020 წლის 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ევროკავშირის საბჭოს გერმანიის თავმჯდომარეობის კონტექსტში ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში: „ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორები: მედეგობისთვის განვითარების დღის წესრიგის შემუშავება“ (Europe's Eastern Partners: Building a Development Agenda for Resilience). ამის შესახებ „კომერსანტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ათწლიანი პერიოდის შეფასებასა და 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის შესახებ დისკუსიას ისახავს მიზნად.



თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის როლზე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესსა და ევროკავშირთან დაახლოებაში. ამ მხრივ, მან საქართველოს მაგალითზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და მის როლზე ამ პროცესში.



„10 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. აღმოსავლეთ პარტნიორობამ შეცვალა აღმოსავლეთ ევროპა და ექვსივე პარტნიორი ქვეყანა დააახლოვა ევროკავშირთან, მათი ინდივიდუალური ამბიციების, სურვილებისა და მიზნების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ზალკალიანმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზა-ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, საქართველოს, როგორც ასოცირებულ პარტნიორს, ყველზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან.




დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის კონტექსტში. როგორც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, საქართველო მიესალმება მეტ პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან ფიზიკურად უფრო დაახლოებას, ერთიან ბაზარში თანდათანობით სრულად ინტეგრაციას, გაძლიერებულ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით და აშ. თავის გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იმ კონკრეტულ თემებსაც, რომლებიც კონფერენციის განსაკუთრებულ ფოკუსს წარმოადგენს, მათ შორის, კარგი მმართველობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.



გამოსვლაში აღინიშნა დიფერენციაციის პრინციპისა და თითოეულ პარტნიორ ქვეყენაზე მორგებული მიდგომის უფრო აქტიური გამოყენების მნიშვნელობა, რაც პარტნიორ ქვეყნებს საშუალებას აძლევთ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად აირჩიონ ევროკავშირთან ინტეგრაციის ხარისხი და ტემპი.



დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა და მიმოიხილა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ამ მიმართულებით.



მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2021 წლის მარტში მოხერხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფიზიკური სამიტის ჩატარება ევროკავშირის საბჭოს პორტუგალიის თავმჯდომარეობით, რომელზეც პოლიტიკურად ძლიერი დეკლარაციისა და პარტნიორობის ამბიციური 2020 წლის შემდგომი დღის წესრიგის დამტკიცება მოხდება.



კონფერენცია ორდღიანია და მასში ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, პარტნიორებისა და სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up