დავით ზალკალიანი - ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე

დავით ზალკალიანი - ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე

access_time2021-12-15 23:20:00

ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ სერიოზული საქმიანობა გაწია იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან სერიოზული საქმიანობა გავწიეთ იმისთვის, რომ საბოლოო დეკლარაციაში მოხვედრილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი დეფინიციები, კერძოდ, ევროპულ არჩევანთან და ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რაც რის კონტექსტში ევროკავშირის წევრობის 59-ე მუხლთან. ამის კიდევ ერთხელ დადასტურება არის მნიშვნელობანი და კარგია, რომ ევროპული მისწრაფება იქნება ასახული საბოლოო დეკლარაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში პირველად იქნება ტრიოს ფორმატის მიღება. ტრიოს ფორმატზე საუბარი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ამ ფორმატს, როგორც უკვე შემდგარ თანამშრომლობის ჩარჩოებს. ეს ხსნის ასევე ტრიოს ფორმატის სახით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და პრინციპი, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს ამ დეკლარაციას, რომ შენარჩუნებული უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველობა, მაგრამ დიფერენციაციის პრინციპის გათვალისწინებით. ანუ ქვეყნები, რომლებიც ამჟღავნებენ მეტ პროგრესს, უფრო მკაფიო შედეგები აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ისინი იმსახურებენ შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით.

„ძალიან კარგია ასევე, რომ მხარდაჭერილია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ევროკავშირის მეტი ჩართულობა კონფლიქტის მოწესრიგების კუთხით. ძალიან კარგია დაკავშირებადობა და ეკონომიკური განზომილება, რომელიც შემოვიდა ამ დეკლარაციაში. ბევრი კონკრეტული მიმართულება იქნება, რომელზეც ჩვენ ვიმუშავებთ. მათ შორის, ჩვენ ვიმუშავებთ შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან დამაკავშირებელი გეოგრაფიული არეალის და შავი ზღვის არეალის და შავი ზღვის საშუალებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, რაც ევროკავშირთან დაკავშირებადობას გააძლიერებს. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მაგალითად როუმინგის სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ასევე განათლების მიმართულებით - ჩნდება შესაძლებლობები, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა ისარგებლონ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით - ფაქტიურად მაქსიმალურად მოვიცვათ ევროკავშირის პროგრამები და სააგენტოები და უკვე იქ, სადაც შესაძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, განვითარდეს და განავითაროს კონკრეტული მიმართულებები, ისე, როგორც ამით სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up