დავით ზალკალიანი - მომავალ კვირაშიც გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია ევროკავშირში ჩვენს კოლეგა მინისტრებთან და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან

დავით ზალკალიანი - მომავალ კვირაშიც გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია ევროკავშირში ჩვენს კოლეგა მინისტრებთან და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან

access_time2022-04-01 22:00:00

მომავალ კვირაშიც გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია ევროკავშირში ჩვენს კოლეგა მინისტრებთან და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, მთავარი საკითხი იქნება სწორედ განაცხადი და ის გეგმები, რა გეგმებიც აქვს ქვეყანას ამ განაცხადის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


დავით ზალკალიანის თქმით, დაისახა ამოცანა, რომ იყოს მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის.


„აუცილებელია პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და რომ პარლამენტის მხრიდან ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ის ნაბიჯები, რაც არის პარლამენტის პრეროგატივა, იყოს ასევე ეფექტიანად შესრულებული. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი უახლოესი სამოქმედო გეგმის ნაწილია - კომუნიკაცია, კომუნიკაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, სტრატეგიული კომუნიკაცია მაქვს მხედველობაში, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ უახლოესი კითხვარის შევსების პროცესი იყოს ეფექტიანად განხორციელებული და ასევე ჩვენ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში გვჭირდება ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაცია, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ საზოგადოებას, დავანახოთ ჩვენი როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში.




ამიტომ, დავალებები მიღებულია, თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა სამინისტრომ იცის ძალიან კარგად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს პერსპექტივაში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში რეგულარულად შევიკრიბებით და კომისია განიხილავს პროგრესს, რომელიც გვექნება, თუნდაც კითხვარის შევსებით მიმართულებით. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, აქტიურად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი, როგორც ამ კომისიის უშუალო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up