დავით ზალკალიანი - „პირობას გაძლევთ, ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა, ჩემი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“

დავით ზალკალიანი - „პირობას გაძლევთ, ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა, ჩემი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“

access_time2022-04-04 12:00:00

პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლის ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის, რადგანაც მოგეხსენებათ, საგარეო პოლიტიკა არoს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, მის ყოველდღიურობას და მომავალს, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აცნობა.


დავით ზალკალიანმა იმ წარმატებების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში იქნა მიღწეული, მათ შორისა - ასოცირების შეთანხმება (AA), რომელზეც დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ხელი, სწორედ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, შემდეგ ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება.



დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.


„როგორც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ, წელს 30 წელი შემისრულდა დიპლომატიურ სამსახურში და ვფიქრობ, ჩენი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებაში, პოზიციონირებისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ეს 30 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, უსერიოზულესი გამოწვევებით აღსავსე სხვადასხვა პოზიციებზე. მე დავიწყე ყველაზე დაბალი პოზიციიდან, ატაშე ვიყავი, როდესაც 1992 წელს მივედი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვყოფილიყავი ამ უწყების ხელმძღვანელი, ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი, რაც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში არის ძალიან დიდი ნდობა. მე მადლობას ვუხდი გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულების პროცესში. ბევრი იყო მიღწევა, როგორ ჩვენი მთავარი საგარეო კურსის - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ისე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის გამკლავების მიმართულებით რაც არის ოკუპაცია. საქართველომ შეძლო და მე მეამაყება, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ დავიცავით ყველა საერთაშორისო ფორმატში, ჩვენ ვიყავით ყველგან წარმოდგენილი, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროკაშირი, თუ ევროპის საბჭო, ყველა პლატფორმაზე საქართველოს ეკავა მოწინავე პოზიციები, ყველა თემატიკის განხილვისას ჩვენი საკითხი იყო აქტუალური. ისე როგორც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, ჩვენ დავამტკიცეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც პირველად დამოკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო უმაღლესი ლეგიტიმაციის მატარებელი და მკაფიოდ იყო გაწერილი ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. მეამაყება ასევე, რომ ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობა მაქვს მიღებული ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების, მისი პარაფირების პროცესში და შემდეგ უკვე პრემიერმა მოაწერა ხელი, გახსოვთ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით. შემდეგ უკვე ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მიღწევა ვიზალიბერალიზაციის მოპოვების თვალსაზრისით და ვფიქრობ, ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი იყო ალბათ ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მე მინდა, რომ ჩემს ძვირფას მეგობარს და კოლეგას, ბატონ ილიას წარმატება ვუსურვო, ვინაიდან ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა ჩვენთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და აქ, როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია ყველას, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და ვფიქრობ, ეს ასეც იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ ახალ პოზიციაზე, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, აშშ-ში წარმოვადგენდე საქართველოს, არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე პირობას გაძლევთ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ უკვე ახალ პოზიციაზე და პირობას გაძლევთ, ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა, ჩემი ელჩობის პერიოდში, კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა. ძალიან დიდი მადლობა, მინდა, ილიას დიდი წარმატება ვუსურვო და ყველანაირად აღვუთქვა, რომ მის გვერდში ვიქნები ამ მისიის შესრულების დროს,“- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up