დავით ზალკალიანმა „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტთან ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

დავით ზალკალიანმა „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტთან ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

access_time2022-07-16 09:30:21

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის „ჰერითიჯის ფონდის“ (The Heritage Foundation) პრეზიდენტთან, დოქტორ კევინ რობერტსთან, რის შემდეგაც გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია ფონდის ექსპერტებთან, რომლებიც წლებია საქართველოსა და რეგიონის თემებზე მუშაობენ. ინფორმაციას ზალკალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


ამავე ინფორმაციით, ფონდის პრეზიდენტთან საუბრისას, ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით ფონდის მიერ გაწეულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას და მეგობრობას, ასევე, მადლობა გადაუხადა ფონდის პრეზიდენტს აღნიშნულ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის. „ჰერითიჯის ფონდის“ პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკული მხარის მზადყოფნას, განაგრძოს საქართველოს ყოველმხრივი მხარდაჭერა და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოწვევები. მრგვალი მაგიდის ფორმატში ფონდის ექსპერტებთან შეხვედრისას, ელჩმა ამერიკელ ექსპერტებთან აღნიშნა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რაც გახდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სამომავლო ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ მიღებულ ევროპულ პერსპექტივას, რაც, დავით ზალკალიანის განცხადებით, წარმოადგენდა პოზიტიურ განვითარებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა იმაზე მეტს, ვიდრე ამ ეტაპზე მიიღო.


საქართველოს ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ რეფორმების შემდგომი წარმატებული იმპლემენტაციის შედეგად, საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. აქვე ელჩმა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობა შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას და ყველაფერს გააკეთებს სამომავლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების უზრუნველსაყოფად.



შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის მცოცავ ანექსიას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ პროპაგანდაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ და საქართველოს მიერ რუსული პროპაგანდის შეკავების კუთხით მიღებულ ზომებზე.


წყარო: 1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up